ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი: 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შეჭრის ჭრილობები ჯერ არ მოშუშებულა


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც აგვისტოს ომის 15-წლისთავს ეხებოდა, თქვა, რომ "ჭრილობა", რომელიც რუსეთმა საქართველოში შეჭრით დატოვა, ჯერაც არ მოშუშებულა.

უკრაინის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა იმას, რასაც მსოფლიოს ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დასავლეთს, რომ უფრო მკაცრი რეაგირება ჰქონოდა, უკრაინის აწყმო, შესაძლოა, სულ სხვაგვარი ყოფილიყო.

"რუსეთის ოკუპაცია კვლავ რჩება ჭრილობად საქართველოთვის",- თქვა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში. "უკვე ბევრი ითქვა ამ ფაქტზე და იმაზე, რომ მსოფლიო, რომ უფრო მკაცრი ყოფილიყო მაშინ, 2008 წელს, დღეს ბევრი რამ სულ სხვაგვარად იქნებოდა".

ზელენსკის თქმით, რუსეთისვის მაშინვე უნდა გაეგებინებინათ- აგრესორი საფასურს იხდის და რომ ეს "ახლა მაინც უნდა გაიგონ მათ".

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინის გამარჯვება შეაჩერებს რუსული აგრესიის გავრცელებას და სხვა ქვეყნებს დაიცავს იმისგან, "რასაც ახლა ჩვენ, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, გავდივართ".

XS
SM
MD
LG