უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი აცხადებს, რომ გამოძიებამ მთავრობის დამხობის მიზნით დაგეგმილი შეთქმულება გამოავლინა. მისი განცხადებით, შეთქმულება მომავალ კვირას იგეგმებოდა და მასში ჩართთული იყვნენ კერძო პირები რუსეთიდან. პრეზიდენტი არ საუბრობს იმის შესახებ, ფიქრობს თუ არა, რომ შეთქმულების უკან კრემლი დგას.
ერთსაათიან პრესკონფერენციაზე საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა დაზვერვამ მოიპოვა შეთქმულთა საუბრების აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერებით ირკვევა, რომ შეთქმულები გადატრიალებაში მონაწილეობისთვის, ბიზნეს მაგნატის, რინატ ახმეტოვის დაყოლიებას ცდილობდნენ.
კრემლმა დაუყოვნებლი უარყო რაიმე სახის როლი გადატრიალების მცდელობაში და განაცხადა, რომ არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს მსგავს აქტებში. უმდიდრესი უკრაინელი ბიზნესმენის, ახმეტოვის სპიკერს საპასუხო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
„ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე გამოწვევები, ჩვენ ასევე გვაქვს დიდი შიდა გამოწვევები. მე მივიღე ინფორმაცია, რომ 1-2 დეკემბერს, ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებაა დაგეგმილი“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკი არ დეტალურად არ საუბრობს დაგეგმილი გადატრიალების შესახებ. კითხვაზე კი, ფიქრობს თუ არა, რომ გადატრიალების დაგეგმვაში კრემლია ჩარეული, პასუხობს - „ბოდიში, ამაზე ვერ ვისაუბრებ.“
თუმცა, ზელენსკიმ იმავე პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა რუსული სამხედრო ესკალაციის საფრთხის შესახებ და თქვა, რომ უკრაინა ამისთის მზად იქნება.
რუსეთი უკრაინის საზღრებთან სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენს. კიევი, შეერთებული შტატები და ნატო, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ შეშფოთებებს გამოთქვამს. კრემლი ბრალდებებს უარყოფს.
„ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ჩვენს საზღვრებს და მზად ვართ ნებისმიერი ესკალაციისთვის“ - აცხადებს ზელენსკი.
Facebook Forum