ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო იემენში არსებულ მდგომარეობას უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისად აფასებს


ჰუთის მეამბოხეები სანაას აეროპორტში
ჰუთის მეამბოხეები სანაას აეროპორტში

იემენის დედაქალაქ სანააში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, ჰუტის თემის დაჭრილი მებრძოლების ევაკუაცია მიმდინარეობს. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანებით აეროპორტში გადაიყვანეს გაეროს მიერ ორგანიზებულ ავია-რეისით გასამგზავრებლად.

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით შექმნილმა კოალიციამ აღნიშნა, რომ მებრძოლების ევაკუაციის ნებართვა მანვე გასცა.

იემენში გამწვავებულმა დაპირისპირებამ და კონფლიქტმა ქვეყანა შიმშილობის ზღვრამდე მიიყვანა. იემენის უმსხვილეს საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში პორტმა სამუშაოები გაანახევრა მიმდინარე დაპირისპირების გამო. ქვეყნის სურსათ-სანოვაგის 70 პროცენტი ამ პორტიდან არის უზრუნველყოფილი.

თითქმის სამწლიანი დაპირისპირების შემდეგ, იემენში არსებულ მდგომარეობას გაერო უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისად აფასებს.

დეკემბერში იემენში დაპირისპირებულ მხარეთა შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს შვედეთი უმასპინძლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG