იემენი ქაოსმა მოიცვა. სეპარატისტულმა ძალებმა ალყა შემოარტყეს დროებით დედაქალაქ ადენში მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციას და ქალაქს აკონტროლებენ.
პრეზიდენტ აბედ რაბოს საერთაშორისო საზოგადოება ქვეყნის ლიდერად მიიჩნევს. მის მხარდამჭერ ჯარებს და გასულ წელს შექმნილ, ე.წ. სამხრეთის გარდამავალი საბჭოს ძალებს შორის ორდღიანი დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. წითელი ჯვრის ცნობით, დაღუპულია სულ ცოტა, 36 ადამიანი.
სამხრეთის გარდამავალი საბჭო სამხრეთ იემენის გამოყოფას და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებას ითხოვს. იემენის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილის გაერთიანება ერთი დროშის ქვეშ 1990 წელს მოხდა.
Facebook Forum