ათი ათასობით მთავრობის მოწინააღმდეგე დემონსტრანტი გამოვიდა იემენის დედაქალაქ სანაში. პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის მოწინააღმდეგენი სანას უნივერსიტეტში შეიკრიბნენ. ისინი ტუნისის და ეგვიპტის მაგალითით არიან წახალისებულნი.
თავის მხრივ პრეზიდენტის მომხრეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და ოპოზიცია ქვეყნის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს.
იემენის პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა სალეჰმა 2013 წელს თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ის არ აპირებს თავის მემკვიდრედ ვაჟიშვილის დატოვებას.
სალეჰი 32 წელია მართავს იემენს. ოპოზიცია მოწონებით შეხვდა მის განცხადებას 2013 წელს ხელიუსფლების დათმობის შესახებ, მაგრამ მთავრობის მოწინააღმდეგეები რეფორმების გატარებამდე არ აპირებენ საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტას.