ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში რამდენიმე საელჩო ალყაშია


იემენში რამდენიმე საელჩო ალყაშია
იემენში რამდენიმე საელჩო ალყაშია

იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰის მხარდამჭერმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა დედაქალაქ სანააში ამერიკის, ბრიტანეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების საელჩოები ალყაში მოაქციეს.

შიარაღებულმა ჯგუფებმა გადაკეტეს ავტომაგისტრალები და არაბეთის გაერთიანებული საამიროების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩების პატრულირება დაიწყეს. საამიროების საელჩოში რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო შეკრებილი იემენში მიმდინარე ვითარებაზე სასაუბროდ. სპარსეთის ყურის ქვეყნები, ისევე როგორც ამერიკა და ბრიტანეთი ოპოზიციასა და სალეჰის მთავრობას შუამდგომლობენ იმისთვის, რომ პრეზიდენტმა ძალაუფლება ოპოზიციას ერთ თვეში გადასცეს.

სალეჰი კიდევ ერთხელ უარს ამბობს ამ პირობის მიღებაზე.

XS
SM
MD
LG