ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავოსში ეკონომიკური მოთამაშეები გლობალიზაციისთვის მორალურობის აღდგენაზე ისაუბრებენ


ფორუმის მონაწილეთა სია აჩვენებს ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი, წარმატებული და გამომგონებელი წარმმართველი ძალა. ამ ქვეყნების წარმომადგენლები ასობით ფორმალურ სესიაზე და სამუშაო ჯგუფში ერთად იმუშავებენ. ასევე, ფორუმის კულუარებში გამართავენ კერძო, ორმხრივ შეხვედრებს და დღეს კაცობრიობის ყველაზე საჭირბოროტო პრობლემების დაძლევის გზებზე იმსჯელებენ.

ამ წლის შეხვედრის თემაა: „გლობალიზაცია 4.0: გლობალური არქიტექტურის ფორმირება მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში.“ ის ახალი ტექნოლოგიების ისეთ სფეროებში გარღვევებს ეხმაურება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და რობოტები.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე კლაუს შვაბი ამბობს, რომ გლობალიზაციის მეოთხე ტალღა ადამიანზე ორიენტირებული უნდა იყოს. ის ამბობს, რომ ამჟამინდელი ფორმის გლობალიზაცია სიცოცხლისუნარიანი არ არის. ის ამბობს, რომ გლობალიზაციამ მეტი ჩართულობა უნდა უზრუნველყოს.

„გლობალიზაციამ მოგებულები და წაგებულები წარმოშვა. ბოლო 24, 25, 30 წლის განმავლობაში უფრო მეტი მოგებული იყო, მაგრამ ახლა წაგებულებს უნდა მივხედოთ, მათ ვინც ჩამორჩა... ახლა რაც გვჭირდება, გლობალიზაციის მორალიზებაა, ან ხელმეორედ მორალიზება,“ თქვა მან.

პროგრამა ძალიან ფართოა. მაგალითად, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მსოფლიოს მდგომარეობაზე იმსჯელებს. ის ისეთ საკითხებს წამოჭრის, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, სიღარიბესთან ბრძოლა და სიცოცხლისუნარიანი (რაციონალური) განვითარება. სხვები ჩაატარებენ საგანგებო სესიებს იმ გზების შესახებ, რომლებიც ეკონომიკურ ზრდაში ჩართულობას უზრუნველყოფს. ასევე ჩატარდება ბევრი სამეცნიერო შეხვედრაც.

დავოსში მსოფლიოს ყველა რეგიონის ლიდერი იქნება წარმოდგენილი. ახლო აღმოსავლეთს, ლიბიის და ერაყის პრეზიდენტები წარმოადგენენ. იქნება ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, აგრეთვე პალესტინელების პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი.

ეკნომიკურ ფორუმს აფრიკიდან ექვსი ან შვიდი პრეზიდენტი დაესწრება. ფორუმის ორგანიზატორები ამბობენ, რომ დიდია ინტერესი ეთიოპიის ახალი პრემიერ-მინისტრის, აბი აჰმედის მიმართ, რომელმაც თანამდებობაზე ყოფნის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ერითრეასთან მშვიდობა დაამყარა.

ფორუმის პრეზიდენტი ბორჯ ბრენდე ამბობს, რომ მომავალი კვირის ღონისძიებაში შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დაესწრება. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა დავოსში წასვლა იმის გამო გააუქმა, რომ დემოკრატებთან მოლაპარაკებისთვისაა მზად მთავრობის ნაწილობრივი დახურვის დასამთავრებლად.

„რა თქმა უნდა, ჩვენ სავსებით გვესმის, პრეზიდენტი ტრამპი ვაშინგტონში დარჩება, რამდენი ხანიც მთავრობა დახურული იქნება. თუმცა, ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ შეერთებული შტატებიდან საკვანძო დეპარტამენტების მდივნები მიიღებენ მონაწილეობას,“ თქვა ბრენდემ.

ბრენდე ადასტურებს, რომ დელეგაციაში ახლო აღმოსავლეთიდან ახლად დაბრუნებული სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ხაზინის დეპარტამენტის მდივანი სტივ მნუჩინი და ვაჭრობის მდივანი ვილბურ როსი იქნებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG