ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანმა მეცნიერმა, პარასკევს, ახალი კორონავირუსის "ომიკრონის" ვარიანტის გარშემო პანიკისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ჯერჯერობით ადრეა იმის თქმა, მოხდება თუ არა კოდივ-19-ის ვაქცინის მოდიფიკაცია იმისთვის, რომ ვარიანტს ებრძოლონ.
„როიტერის“ კონფერენციაზე საუბრისას სოუმია სვამინათანმა თქვა, რომ რთულია იმის თქმა გახდება, თუ არა "ომიკრონი" ვირუსის დომინანტი შტამი.
"ომიკრონის" შტამი უკვე გავრცელდა აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში. ის პირველად სამხრეთ აფრიკაში დააფიქსირეს. სხვადასხვა მთავრობები ცდილობენ სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას, რათა ვარიანტის გავრცელება შეაჩერონ.
„გვაქვს, თუ არა შეშფოთების მიზეზი? ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და ფრთხილად, თუმცა არა პანიკაში, რადგან ახლა სხვა ვითარებაში გვაქვს, ვიდრე ერთი წლის წინ“, - თქვა მან.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის, კოვიდ-19-ით ინფიცირების უმეტესი შემთხვევა, "დელტა" ვარიანტზე მოდის.
„[კორონავირუსით] ინფიცირების 99%-ის შემთხვევებში, საქმე "დელტა" ვარიანტთან გვაქვს. ეს ["ომიკრონის"] ვარიანტი უნდა იყოს უფრო ბევრად გადამდები, ["დელტასთან"] შეჯიბრში, რათა გახდეს დომინანტი მსოფლიოში. ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ რთულია ამის წინასწარ განსაზღვრა“, - აღნიშნა მან.
ამ ეტაპზე, ახალი ვარიანტს გარშემო ბევრი რამ უცნობია. კომპანია "ფაიზერ-ბიონტექი" აცხადებს, რომ ისინი მოახერხებენ მათი ვაქცინის მოკლე ვადაში მოდიფიკაციას ისე, რომ ახალ ვარიანტებს გაუმკლავდნენ. კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არსებული ვაქცინები გააგრძელებენ მძიმე დაავადების განვითარების რისკების შემცირებას.
ტაკეში კასაი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აცხადებს, რომ ვაქცინა არის პრობლემაზე მთავარი პასუხი და რომ საზღვრების ჩაკეტვა, სხვადასხვა ქვეყნებს, მხოლოდ დროის მოგების საშუალებას თუ მისცემს.
„ხალხი მხოლოდ სასაზღვრო ზომებს არ უნდა დაეყრდნოს. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მოვემზადოთ ამ ვარიანტებისთვის, რომლებსაც პოტენციურად უფრო სწრაფი გადაცემა ახასიათებთ. აქამდე არსებული ინფორმაცია არ გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ჩვენი მიდგომა შესაცვლელია“, - თქვა კასაიმ.
მან მოუწოდა სრულად ვაქცინირებულ, მოწყვლად ჯგუფებს, რომ გააგრძელონ პრევენციული ზომების შესრულება, როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება.
მსოფლიოს გარშემო ამ დროისთვის, კოვიდ-19-ით, მას შემდეგ რაც ის ცენტრალურ ჩინეთში 2019 წლის დასასრულს აღმოაჩინეს, 264 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. ახალმა კორონავირუსმა, „როიტერის“ მონაცემებით, მსოფლიოში 5.48 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გარდა იმისა, რომ ახალი ვარიანტი სამოგზაურო ინდუსტრიისთვის დიდი დარტყმაა, ის ასევე გავლენას ახდენს ფინანსურ ბაზრებზე და ეკონომიკაზე, ისევე, როგორც ეს "დელტა" ვარიანტის შემთხვეევაში ვიხილეთ.
"ომიკრონის" გავრცელებასთან ერთად, შეერთებულ შტატებში, ბაიდენის ადმინისტრაციამ ახალი ზომები მიიღო, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ორშაბათიდან, მათ ვინც შეერთებულ შტატებში შესვლას შეეცდება, 24 საათში გაკეთებული კოვიდ-19-ის ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა მოუწევთ.
„ჩვენ გავაგრძელებთ ამ ვარიანტთან ბრძოლას მეცნიერებით და სისწრაფით და არა ქაოსით და გაუგებრობით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ამ დროისთვის, შეერთებულ შტატებში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის თითქმის 60%-ია. ამ ფონზე, მეცნიერები და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მოსახლეობას ვაქცინის დამატებითი, ე.წ. „ბუსტერი“ დოზის მიღებისკენ მოუწოდებენ.
Facebook Forum