ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრ სახლს უკრაინის დასახმარებლად თანხები ეწურება


4 დეკემბერს, თეთრი სახლის ბიუჯეტის დირექტორმა შალანდა იანგმა წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს. წერილში, კონგრესის სხვა რესპუბლიკელ ლიდერებთან ერთად, თეთრი სახლი აფრთხილებს კანონმდებლებს, რომ შეერთებულ შტატებს დრო და ფული ეწურება, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან გამკლავებაში.

ოქტომბერში, დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს თითქმის 106 მილიარდი დოლარის ოდენობის ბიუჯეტის დამტკიცება სთხოვა. აღნიშნული თანხებით უნდა დაფინანსდეს უკრაინის, ისრაელისა და აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოება.

რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატას მცირე უმრავლესობით აკონტროლებენ. უკრაინის დახმარების დაფინანსება კი არჩევნების წინ, ზოგიერთ ულტრა მემარჯვენე კანონმდებელთან პოლიტიკური დავის საგანი გახდა.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ წერილში, იანგი ამბობს, რომ კიევის დაფინანსების შეწყვეტა და უკრაინაში იარაღის მიწოდების შეფერხება, გაზრდის რუსეთის გამარჯვების ალბათობას. „მინდა გარკვევით ვთქვა: წლის ბოლომდე კონგრესის გადაწყვეტილების გარეშე, ჩვენ ამოგვეწურება რესურსები უკრაინისთვის მეტი იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად და შეერთებული შტატების სამხედრო მარაგებიდან აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად“.

წერილში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ "ამ მომენტისთვის არ არსებობს ჯადოსნური ყულაბა [უკრაინის] დასაფინანსებლად". ეს ნიშნავს, რომ "ჩვენ არ გვაქვს ფული და თითქმის არ გვაქვს დრო", - აღნიშნავს კონგრესისთვის მიწერილ შეტყობინებაში თეთრი სახლის ბიუჯეტის დირექტორი, შალანდა იანგი.

როგორია უკრაინის მხარდაჭერის მომავალი?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:40 0:00

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG