ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა და ერდოღანი სეულში სირიის საკითხებზე ბჭობენ


თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ობამა სირიის ოპოზიციის ე.წ. "არა საბრძოლო" დახმარებით უზრუნველყოფას გეგმავს. ისინი უკვე ერთი წელია რაც ავტოკრატული ლიდერის ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ იბრძვიან.
პრეზიდენტმა ობამამ დახმარების გზები თურქეთის პრემიერ მინისტრთან, რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან განიხილა სეულში მიმდინარე ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე. პირველ აპრილს სტამბოლში " სირიის მეგობრების" შეხვედრაა დაგეგმილი. ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ დახმარების საკითხს სწორედ ამ შეხვედრაზე წამოჭრიან. ამასთან ოპოზიციური წყაროები იუწყებიან, რომ თურქეთი და არაბული ლიგა სირიის ოპოზიციას სირიის ეროვნული საბჭოს გარშემო გაერთიანებისკენ და პრინციპების შეჯერებისკენ მოუწოდებენ.

XS
SM
MD
LG