თეთრმა სახლმა განცხადა, რომ ბრაზილიას ორ მილიონ დოზა ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქვენილი) გაუგზავნის.
„[ის] გამოყენებული იქნება ბრაზილიის ექთნების, ექიმების და ჯანდაცვის სპეციალისტების დასაცავად ვირუსისსგან“, - განაცხადა თეთრმა სახლმა. „ის ასევე გამოყენებული იქნება ბრაზილიაში ინფიცირებულთა სამკურნალოდ“, - აღნიშნა ადმინისტრაციამ.
ჰიდროქსიქლოროქინი მალარიის საწინააღმდეგო წამალია. ტრამპი პანდემიის დასაწყისისიდან უარს აცხადებდა გაეთვალისწინებინა ჯანდაცვის პროფესიონალების რჩევები წამალთან დაკავშირებით. ის აგრძელებს წამლის მხარდაჭერას კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დასტური იმის, რომ წამალი ეფექტურია.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ისიც კი განაცხადა, რომ ის თავად იღებს ჰიდროქსიქლოროქინს.
თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ორი ქვეყანა საერთო ძალებით ეცდება კვლევების ჩატარებას.
შეერთებული შტატებში და ბრაზილიაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა იმაზე უფრო მეტია ვიდრე მსოფლიოს სხვა ნაწილში ერთად აღებული.
Facebook Forum