რუსული საინფორმაციო სააგენტოები საკონცერტო დარბაზში მომხდარი სროლის შედეგად, მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
აქ არის ყველაფერი, რაც რუსეთში მომხდარი სროლის შესახებ ვიცით:
- დაუდგენელმა პირებმა, პარასკევს საღამოს, მოსკოვის მახლობლად, კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზში, როკ-ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის მსვლელობისას, ცეცხლი გახსნეს - ინფორმაცია რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა.
- რუსეთის პროკურატურამ თავდასხმას "ტერორისტული აქტი" უწოდა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
- საინფორმაციო სააგენტო „ბრიფის“ ცნობით, სროლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი დროით 18:30 საათის მონაცემებით, ხელისუფლებას დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნებული არ აქვს.
- საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, თავდასხმაში ხუთი ადამიანი მონაწილეობდა.
- თავდამსხმელებმა, სროლისას ავტომატური იარაღი გამოიყენეს - წინასწარი ინფორმაცია სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა.
- თვითმხილველებმა რუსულ სააგენტოებს განუცხადეს, რომ ბევრი დაშავებული და დაღუპულია.
- რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში ჩანს ცეცხლი და კვამლი, რომელიც შენობიდან ამოდის.
- „ტასი“ იტყობინება, რომ ხალხი ჯერ კიდევ რჩება შენობაში, რომელიც თითქმის მთლიანად ცეცხლშია გახვეული. სააგენტოს ცნობით, ნაწილი სახურავზეა გამომწყვდეული.
- ადგილზე მობილიზებულია რუსეთის ეროვნული გვარდიის სპეციალური ქვედანაყოფები, ასევე პოლიცია და მეხანძრეები, წერს „ტასი“.
- გუბერნატორის თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 70-ზე მეტი მანქანაა მობილიზებული.
- მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.