1621 წლის შემოდგომაზე, მასაჩუსეტსში კოლონიურმა ოჯახებმა პირველი წარმატებული მოსავლის აღება ქვემეხებითა და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღით აღნიშნეს. ხმაურმა მკვიდრი ამერიკელები შეაშინა და დგილისკენ მომხდარის გამოსაკვლევად მიაშურეს.
რამონა პეტერსი, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ოფიცერი ამბობს, რომ სწორედ ასე მოხვდნენ მკვიდრი ამერიკელები მადლირების დღის აღსანიშნავ პირველ ვახშამზე. პეტერსი ფიქრობს, რომ ფერწერული ნამუშევრები, რომლებზეც კოლონიური ოჯახების და მკვიდრი ამერიკელების ჰარმონიული ტრაპეზია ასახული, ძირითადად არყოფილ სცენას ასახავს.
„ვამპანოაგელები, მკვიდრი ამერიკელების ეს ტომი, რომლებიც კოლონიური ოჯახებთან კონტაქტზე ქვემეხების გასროლის გამოსაკვლევად მივიდნენ, არ იყვნენ დარწმუნებული, რომ მომხდარის შესახებ სიმართლე უთხრეს. ამიტომ, ისინი ოჯახებიდან მოშორებით, რამდენიმე დღით დაბანაკდნენ. ასე რომ, ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო“ - ამბობს პეტერსი.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ტომის წარმომადგენლებმა, კოლონიურ ოჯახებთან, შესაძლოა საკვები მართლაც გაიზიარეს, იქ ყოფნისას, ძირითადად თავად ნადირობდნენ.
მასაჩუსეტსის ცოცხალი ისტორიის მუზეუმის ექსპერტები ამბობენ, რომ ის, რაც მათ პირველ მადლიერების დღეს მიირთვეს, ბევრად განსხვავდებოდა თანამედროვე მადლიერების დღის დამახასიათებელი მენიუსგან. ჩვენს დროში, მადლიერების დღის აღსანიშნი სუფრის განუყოფელი ნაწილი ინდაური, კარტოფილის პიურე და ამ დღესასწაულისთვის დამახასიათებელი სხვა ტრადიციული კერძები, თუ ტკბილეულია.
„ვიცით, რომ მასაჩუსეტსის ამ კოლონიაში ინდაურები მრავლად ჰყავდათ, თუმცა დარწმუნებული არ ვართ, რომ სადღესასწაულო ვახშამზე ინდაურს ამზადებდნენ. დიდი ალბატობით, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მიდიები, ლობსტერები, გველთევზა, რომლებსაც საკვებად კოლონისტები და ადგილობრივი მკვიდრების იყენებდნენ“ - აცხადებს ამერიკის ხმასთან საუბრისას ქეით შიანი, ცოცხალი ისტორიის მუზეუმის წარმომადგენელი.
მუზეუმი ცდილობს აღადგინოს, იმდროინდელი დასახლება, რომელიც ბრიტანელმა კოლონისტებმა მეჩვიდმეტე საუკუნეში შექმნეს. მუზეუმი იკვლევს, რა შეიძლება ყოფილიყო მადლიერების დღის აღსანიშნი ვახშმის მენიუში.
„ინგლისურ ბაღებში, სავარაუდოდ იქნებოდა კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, ხახვი, ოხრახუში, ბოლოკი, ჭარხალი, სალათის ფოთლები, ისპანახი და სხვა მწვანილეული. ქალებს კოლონიური ოჯახებიდან და ადგილობრივი ტომებიდან, ასევე მოჰყავდათ ლობიო და გოგრა“ - ამბობს შიანი.
წლის ამ დროს, ასევე ხელმისაწვდომი იქნებოდა, არტიჩოკი, ველური ხახვი, ნიორი, კენკრა, ყურძენი, ადგილობრივი თხილეული, მათ შორის ნიგოზი და წაბლი.
მიუხედავად იმისა, რომ ტანამედროვე ამერიკელები მადლიერების დღეს, ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღნიშნავენ, ისტორიკოსებს არ შეუძლიათ განსაზღვრონ, ზუსტად როდის აღინიშნა დღესასწაული პირველად.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს 1621 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან, ნოემბრის შუა რიცხვებამდე, რომელიმე სამი დღის განმავლობაში აღინიშნებოდა“ - ამბობს შიანი.
Facebook Forum