ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავარი ოჯახური დღესასწაული - ამერიკა მადლიერების დღისთვის ემზადება


ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავარ ოჯახურ დღესასწაულამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. მადლიერების დღე ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია, როდესაც სხვადასხვა შტატებიდან ადამიანები საკუთარ ოჯახებს უბრუნდებიან და მათთან ერთად აღნიშნავენ ამ დღეს.

მილიონობით ამერიკელი ყოველწლიურად, ნოემბრის თვის მეოთხე ოთხშაბათს მგზავრობს რათა ეს დღე ოჯახთან ერთად გაატაროს. აღსანიშნავია, რომ დღეს და ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამგზავრო ბილეთების ფასები თითქმის გაორმაგებულია, ან სრულად გაყიდული, სასტუმროების ფასები კი განახევრებული. წელს რამდენიმე შტატში მადლიერების დღეს ცუდი ამინდი დაემთხვა, რის გამოც არაერთი რეისი გაუქმდა.


ნიუ-იორკში კი მადლიერების დღეს კარგ ამინდს პროგნოზირებენ. თუმცა ასეც, რომ არ იყოს, წელს ტრადიციულად, ქალაქში მადლიერების დღის პარადი გაიმართება. მსვლელობა მანჰეტენზე ყოველწლიურად იმართება და მაში ათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას.

Thanksgiving
Thanksgiving

მადლიერების დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში 1863 წლის შემდეგ, ყოველი წლის ნოემბრის მეხუთე ხუთშაბათს აღინიშნება. ამ დღის ტრადიციულ საკვებად შემწვარი ინდაური და გოგრის ნამცხვარია.ამ დღის აღნიშვნის ისტორია კი გაცილებით ადრე დაიწყო, მაშინ როდესაც ამერიკის მიწაზე კოლონისტები ჩამოვიდნენ, ინდოელებმა მათ მოსავლის მოყვანა და ნადირობა ასწავლეს. კოლონისტებმა მადლიერების გამოსახატად კი ინდოელებთან ერთად ივახშმეს და საშემოდგომო ნობათი შესთავაზეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG