მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქალებს 108 წელი დასჭირდებათ იმისთვის, რომ გენდერულ თანასწორობას მიაღწიონ და 200 წელი რათა მათი ეკონომიკური შესაძლებლობები მამაკაცებისას გაუტოლდეს. მოცემული რიცხვი არსებულ ტენდენციებს ეყრდნობა. მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 149 ქვეყანა შეისწავლა ეკონომიკური შესაძლებლობის, პოლიტიკური ხელშეწყობის, განათლების მიღების, და ჯანმრთელობის და გადარჩენის კუთხით.
ამ ინდიკატორებით ისლანდია ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველ ადგილზეა გენდერული თანასწორობის კუთხით. შემდგომ მოდის ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი. მეექვსე ადგილზე რუანდაა, ხოლო ნამიბია ათეულში მოხვდა.
შეერთებულმა შტატებმა წელს 51-ე ადგილზე გადაინაცვლა. ანგარიშის ავტორი საადია ზაჰიდი ამბობს, რომ ამის მიზეზი ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორებია.
კვლევაში საქართველოს 149 ქვეყნიდან 99-ე ადგილი უჭირავს.
Facebook Forum