ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში შეიარაღებულ ძალადობაზე ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნა


ატარე ნარინჯისფერი!-იარაღით ძალადობის ცნობიერების ასამაღლებლად, აშშ-ის ქალაქებში შენობები ნარინჯისფრად განათდა.
ატარე ნარინჯისფერი!-იარაღით ძალადობის ცნობიერების ასამაღლებლად, აშშ-ის ქალაქებში შენობები ნარინჯისფრად განათდა.

2 ივნისი ამერიკაში შეიარაღებულ ძალადობაზე ცნობიერების ამაღლების დღეა. სამართალდამცავები ოთხშაბათს, ლოს ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას იძიებენ, რასაც წინ უსწრებდა თავდასხმები ჩიკაგოსა და ჰიუსტონში. მასობრივი მკვლელობები და ჰომიციდი ამერიკაში მატულობს, ამის მიუხედავად საზოგადოებრივი აზრი იარაღის კონტროლზე ისევ დაყოფილია.

სამი წლის წინ, ჩიკაგოს ჩრდილოეთით თინეიჯერებმა კლასელებს სთხოვეს მათი დაღუპული მეგობრების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ნარინჯისფერი მაისურები ჩაეცვათ. ნარინჯისფერი ადამიანის სიცოცხლის სიმბოლოა. ადგილობრივი ინიციატივა მალე ეროვნულ მოძრაობად იქცა სახელად - ატარე ნარინჯისფერი. მას შემდეგ შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ ამერიკის რამდენიმე ცნობილი შენობა ნარინჯისფრად განათდა.

რეჟისორი სპაიკ ლი გასულ კვირას ნიუ-იორკში, "ემფაიერ სთეით ბილდინგის" ნარინჯისფერად გასანათებლად ჩავიდა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ამერიკის ისტორიაში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანები ამბობენ, რომ საკმარისია. საკმარისია ყოველ დღე 91 ამერიკელის სიკვდილი. მათი ორი-მესამედი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. ეს მიუღებელია.

აქვე იყო შანდუკ მაკფარტერი, რომლის ძმაც 25 მაისს რეპ კონცერტზე თავდასხმისას დაიღუპა.

მენტალური ჯანმრთელობის საკითხია, როცა ადამიანებს პრობლემაზე პირველ პასუხად ხელში იარაღის აღება უნდებათ. ამ საზოგადოებაში ასე გვასწავლიან, გვასწავლიან რომ ეს ნორმალურია. ბევრ სხვა საზოგადოებაში იარაღი არ არის გამოსავალი. ჩვენ მათგან უნდა ვისწავლოთ. ჩვენ უნდა გადავეჩვიოთ ამ ჩვევას.

ბევრ ამერიკელს სჯერა, რომ იარაღის თავდაცვისთვის ქონა მათი კონსტიტუციური უფლებაა. ასე ფიქრობდა ვაშინგტონში ბაზირებული ევანგელისტი მღვდელი და პოლიტიკური აქტივისტი რობ შენკიც. მაგრამ მისი აზრი უბანში მომხდარმა სასიკვდილო სროლამ შეცვალა.

როცა იარაღს თავდაცვითი მიზნებისთვის იღებ, მზად ხარ ადამიანი მოკლა. თუ ამისთვის მზად არ ხარ, მაშინ იარაღით უფრო სახიფათო ხდები, ვიდრე მის გარეშე იყავი, რადგან, დიდია ალბათობა, რომ დაპირისპირების დროს მას წაგართმევენ თქვენი ან სხვების მოსაკლავად.

შანკი ამბობს, რომ ამერიკის კანონმდებლობა ადამიანებს იარაღის ფლობის უფლებას რთავს, მაგრამ არ პასუხობს ეთიკურ კითხვას - სწორია თუ არა ადამიანის მკვლელობა.

XS
SM
MD
LG