ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სუპერ სამშაბათს" რესპუბლიკელი ამომრჩევლისთვის მთავარი საკითხი იმიგრაციაა


ჩრდილოეთ კაროლინაში, ვირჯინიასა და კალიფორნიაში რესპუბლიკური საპრეზიდენტო პრაიმერის არჩევნებში ამომრჩევლებისთვის მთავარი საკითხი საიმიგრაციო პოლიტიკა იყო, ამბობს "ედისონ რისერჩის" მიერ სამშაბათს ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები.

გთავაზობთ ეგზითპოლის წინასწარ შედეგებს, რომელიც რესპუბლიკელი ამომრჩევლის პრიორიტეტებს შეეხება:

* ჩრდილოეთ კაროლინაში, რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა 43%-მა თქვა, რომ იმიგრაციის პოლიტიკას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევანის გაკეთებისას. 31%-მა განაცხადა, რომ ეკონომიკაა მათთვის მთავარი საკითხი. 11% მიუთითებს აბორტის პოლიტიკაზე, ხოლო 9% - საგარეო პოლიტიკაზე.

* ვირჯინიაში, იმიგრაცია იყო ასევე მთავარი პრობლემა, ხოლო კალიფორნიაში ამომრჩევლის ოდნავ უფრო მეტი რაოდენობა ამბობს, რომ ეკონომიკაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

* ჩრდილოეთ კაროლინაში რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა 60% არ თვლის, რომ ბაიდენი ლეგიტიმურად იყო არჩეული. ვირჯინიაში ეს მაჩვენებელი 46%-ია, ხოლო კალიფორნიაში 57%.

* ჩრდილოეთ კაროლინაში, ამომრჩეველთა 64%-მა თქვა, რომ თუ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებში, ის ამის მიუხედავად, მაინც შესაფერისი კანდიდატი იქნება საპრეზიდენტო პოსტისთვის, ხოლო 32%-მა თქვა, რომ არ იქნება შესაფერისი. ვირჯინიაში 53%-მა თქვა, რომ მას კვლავ უნდა შეეძლოს იყოს პრეზიდენტი, ხოლო კალიფორნიაში 68% იზიარებს ამ აზრს.

* ჩრდილოეთ კაროლინაში, რესპუბლიკელთა 62% ფიქრობს, რომ სტატუსის არმქონე იმიგრანტების დეპორტაცია უნდა მოხდეს, ხოლო 34%-მა განაცხადა, რომ მათ უნდა შეეძლოთ მოითხოვონ იურიდიული სტატუსი. ვირჯინიაში 59% ემხრობა დეპორტაციას, ხოლო კალიფორნიაში 69%.

* ჩრდილოეთ კაროლინაში რესპუბლიკური პრაიმერის ამომრჩეველთა 23% თავს ზომიერად, ან ლიბერალურად თვლის, ვირჯინიაში 35% და კალიფორნიაში 31%.

* ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩეველთა 44%-ს ჰქონდა უნივერსიტეტის დიპლომი, ვირჯინიაში – 52% და კალიფორნიაში – 42%.

* ჩრდილოეთ კაროლინას რესპუბლიკური პრაიმერის ამომრჩევლების 34% თავს დამოუკიდებლად თვლის, ვირჯინიაში 29% და კალიფორნიაში 32%.

XS
SM
MD
LG