ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკის ხმა" 70 წლისაა


“ამერიკის ხმა”-ს დაბადების დღე ტიბეტელთა სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამაც მიულოცა.

პრეზიდენტმა ობამამ და სხვა ოფიციალურმა პირებმა “ამერიკის ხმა” -ს დაარსებიდან 70 წლისთავი მიულოცეს.

ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა ამერიკის ხმის იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცენზურისა და რეჟიმის ქვეშ მცხოვრები მოსახლეობისთვის ასრულებს.

პრეზიდენტმა ოთხშაბათის ვიდეო მილოცვაში ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ძლიერება გარკევულწილად “ამერიკის ხმის მიერ შეტანილმა წვლილმაც განაპირობა.

სამაუწყებლო კომპანიას დაბადების დღე ტიბეტელთა სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამაც იულოცა. მისი თქმით, ამ ტიპის მაუწყებლობები ტიბეტელთა ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ.

აღსანიშნავია, რომ “ამერიკის ხმის” 70 წლისთავი, როგორც ყველა ამერიკულ ფედერალურ სააგენტოში, ბიუჯეტის შეკვეცას დაემთხვა. წელს ზოგიერთი ენის რედაქცია ამერიკის ხმაში გაუქმდება და თანხები მაქსიმალურად შეეკვეცება.

XS
SM
MD
LG