შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული "ამერიკის ხმის" პირველი გადაცემა ეთერში 1942 წლის 1 თებერვალს გავიდა. დღეს "ამერიკის ხმა" 45 ენაზე მაუწყებლობს და მისი ყოველკვირეული ტელე, რადიო, ინტერნეტის, თუ სოციალური ქსელების აუდიტორია მთელ მსოფლიოში 300 მილიონ ადამიანს აღემატება.