ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაფრთხილება


გაეროს სააგენტო შეშფოთებულია ვირუსის გლობალურ გავრცელებასთან დაკავშირებით

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მედიცინის მუშაკებს აფრთხილებს, ფხიზლად იყვნენ კორონავირუსის, ახლო აღმოსავლეთში გავრცელებული რესპირატორული სინდრომის მომაკვდინებელ სიმპტომებთან დაკავშირებით. დაავადება მერსის (MERS) სახელწოდებითაც არის ცნობილი.

ორშაბათს ორგანიზაციამ საუდის არაბეთში ექვსდღიანი გამოძიება დაასრულა, სადაც 55 შემთხვევიდან 40 დაფიქსირდა. ინფიცრებულ ადამიანთა 60 პროცენტი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გაეროს სააგენტო შეშფოთებულია ვირუსის გლობალურ გავრცელებასთან დაკავშირებით, რადგან საუდის არაბეთში მომავალი თვიდან რამადანი იწყება. ამას გარდა, ოქტომბერშიც, ყოველწლიურ ჰაჯის დღესასწაულზე მექაში მილიონობით ადამიანი ჩავა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ვირუსი მოგზაურებმა ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაშიც ჩაიტანეს. ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ყატარში, იორდანიაში, ტუნისსა და გაერთიანებულ ემირატებშიც.
XS
SM
MD
LG