წითელა დედამიწაზე ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. სიკვდილის გარდა, მას ისეთი გართულებები აქვს, როგორიცაა მხედველობის და სმენის დაკარგვა, ან გონებრივი განვითარების დაქვეითება. გართულებები ჯერ კიდევ საშვილოსნოში ყოფნის დროს შეიძლება მოხდეს. დაავადების პრევენცია კი ორად ორი იაფი და უსაფრთხო აცრით შეიძლება.
ამერიკაში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, ორიოდ თვის წინ წითელას რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. პამელა მაკკოლი მათ შორის იყო, ვინც ინფექციის გამო განგაში ერთ-ერთმა პირველმა ატეხა.
„ეს აცრა სკოლაში მისაღებად სავალდებულოა. ამიტომ მოსახლეობის უმეტესობა, ბავშვი იქნებოდა ეს თუ ზრდასრული, იმ მომენტში უკვე აცრილი იყო“ - ამბობს ჩრდილოეთ კაროლინას ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
შტატში მხოლოდ 12 ადამიანი დაავადდა. პრევენციული მედიცინის რეგულაციების წყალობით, ამერიკაში მსგავსი ინფექციები იშვიათობა ხდება, ან საერთოდ ქრება - აღნიშნავს ექიმი ჩარლზ რიჩარდსი დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრიდან.
„ვაქცინაციამ ჯანდაცვის მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მკვეთრად გააუმჯობესა. ისეთი დაავადებები, როგორიცაა ჩუტყვავილა, წითელა, პოლიომიელიტი, შეეთებულ შტატებში პრაქტიკულად აღარ არსებობს. ზოგიერთი ინფექცია კი თითქმის მთელ მსოფლიოში მოისპო“ - აცხადებს ექიმი რიჩარდსი.
თუმცა, გლობალურად ჯერ კიდევ ბევრი ინფექციაა, რომლებთანაც ბრძოლა გრძელდება. დედამიწაზე ყოველ 20 წამში თითო ბავშვი იღუპება დაავადებით, რომლის პრევენციაც უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციით არის შესაძლებელი. გრძელდება მუშაობა მალარიის ვაქცინის შექმნაზე, რომელიც ყოველწლიურად 600 ათას ადამიანს, უმეტესწილად ბავშვებს, გადაარჩენდა. ექიმი ენტონი ფაუჩი ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტს წარმოადგენს.
„თუკი არჩევანი მხოლოდ ერთ ინტერვენციაზე მიდგა, რომ დავაბალანსოთ ერთის მხრივ კვლევა და იმპლემენტაცია, და მეორეს მხრივ ჯანდაცვის ეფექტურობა, ეჭვგარეშეა ვაქცინა სიის სათავეში მოხვდება“ - აღნიშნავს ექიმი ფაუჩი.
მას შემდეგ, რაც 12 წლის წინ წითელას და წითურას ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები დედამიწაზე 75 პროცენტით შემცირდა. ვაქცინების საშუალებით დღეს ისეთი დაავადებებისგანაც ხდება დაცვა, როგორიცაა ჰეპატიტი, გრიპი, საშვილოსნოს ყელის კიბო და მრავალი სხვა. მალე მსოფლიო ტუბერკულოზის და პოლიომიელიტის პრობლემისგანაც გათავისუფლდება.
ექიმი ფაუჩის თქმით, ვაქცინაცია ჯანდაცვის ხარჯებს მკვეთრად ამცირებს, რადგან დაავადების პრევენცია ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მისი მკურნალობა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იმუნიზაციის პროგრამებში ინვესტირებისკენ ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რათა მომავალი თაობა ბევრად უფრო ჯანსაღი და ძლიერი გაიზარდოს.