ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიქტორ ბუტი დღეს ამერიკას გადასცეს


ვიქტორ ბუტი დღეს ამერიკას გადასცეს
ვიქტორ ბუტი დღეს ამერიკას გადასცეს

ტაილანდის პოლიციის განცხადებით, რუსეთის მოქალაქე ვიქტორ ბუტი, რომელიც იარაღით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი, ექსტრადიციის საფუძველზე დღეს ამერიკის ხელისუფლებას გადასცეს. ბუტის ექსტრადიციის პროცესი დაახლეობით ორ წელიწად ნახევარი გრძელდებოდა. ბუტი ბანკოკიდან მას შემდეგ წამოიყვანეს, რაც ტაილანდის პრემიერ მინისტრმა აბისიტ ვეჯაჯივამ მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილება საჯაროდ გამოაცხადა.

ტაილანდის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების დირექტორის სირისაკ ტაიპანის თქმით:

„იმის გამო, რომ ჩვენ ექსტრადიციის შესახებ რუსეთთან ხელშეკრულება არ გვაქვს, ხოლო ამერიკასთან კი ასეთი ხელშეკრულება უკვე ძალაშია, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, ჩვენ ეჭვმიტანილი ამერიკის სამართალდამცავებს გადავეცით.“

ბუტი ამერიკაში სასამართლოს წინაშე წარსდგება. მას ამერიკელების წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ედება ბრალად.

ბუტი 2008 წელს დააკავეს, როცა მან თანხმობა განაცხადა ფარული ამერიკელი აგენტებისთვის იარაღი მიეყიდა. აგენტებმა ბუტს თავი ფარკის, კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებად გააცნეს. ფარკს ამერიკა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ბუტს, რომელსაც მეტსახელად „სიკვდილის ვაჭარი“ ჰქვია, ასევე ბრალად ედება იარაღით არაკანონიერი ვაჭრობა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში.

ბუტი ყოფილი სამხედრო პილოტია და წინასწარი ინფორმაციით ის რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთანაა ასოცირებული. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის მიერ მის ექსტრადირებაზე წინააღმდეგობის გაწევა შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ სადაზვერვო სახმსახურები შიშობენ, რომ მან ამერიკას შესაძლოა რუსეთის საიდუმლო ინფორმაცია გაანდოს.

XS
SM
MD
LG