ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზეიმო დემონსტრაცია კარაკასში


კარაკასში ნიკოლას მადუროს მხარდამჭერებმა მისი გამარჯვების აღსანიშნად საზეიმო დემონსტრაცია მოაწყეს

კარაკასში ბოლივარის მოედანზე პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდამჭერებმა მისი გამარჯვების აღსანიშნად საზეიმო დემონსტრაცია მოაწყეს.

ამ დღეს კარაკასში, ოპოზიციის ლიდერი ენრიკე კაპრილესის ბევრ მხარდამჭერს ვერ ნახავდით ქუჩაში. კაპრილესი, რომელმაც არჩევნები ერთი პროცენით წააგო, ხმების ხელახალ დათვლას ითხოვს.

კვირას არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციამ არაერთი დემონსტრაცია გამართა. რამდენიმე აქცია ძალადობის ფაქტებით დასრულდა და ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, შედეგად რამდენიმე ადამიანიც დაიღუპა.

დამატებითი ძალადობის თავიდან ასაცილებლად, კაპრილესმა მხარდამჭერებს მოუწოდა ქუჩაში არ გამოსულიყვნენ და დაპირისპირებისგან თავი შეეკავებინათ:

„ჩვენ მშვიდობიან მეთოდებით ვმოქმედებთ. თუ ვინმე ამ გზას გადაუხვევს, ის არათუ ჩემი მხარდამჭერი არ არის, არამედ პირიქით, ის მე ზიანს მომაყენებს.“

პრეზიდნეტმა მადურომ ოპოზიციის დემონსტრაციები აკრძალა და განაცხადა, რომ ოპოზიცია მთარობის გადაგდების მიზნით ქვეყანაში მდგომარეობის დესტაბილიზაციას ცდილობს:

„ისინი ამას სიძულვილით აკეთებენ და ვისაც სძულს, მას სიძულვილი უკანვე უბრუნდება.“

კაპრილესი ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისიმალე არ დამთავრდება და ის, რაც ქვეყანაში ამჟამად მიმდინარეობს, ხალხის ნდობას არყევს პრეზიდენტის მიმართ.

„ეს არის ის, რაც მადუროს ვუთხარი. მადურო - შენ ჩავესი არ ხარ. არ დაიჯერო, რომ ის ხარ რასაც სინამდვილეში არ წარმოადგენ. სწრაფად უნდა გადაჭრა ეს უზარმაზარი პრობლემა, რომელიც ამჟამად ქვეყნაშია.“

ვენესუელას არჩევნებში ორი კანინდატის მიერ მოპოვებული ხმათა რაოდენობა იმდენად ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება მყისიერთად შეიცვალა და პოლარიზებული გახდა.
XS
SM
MD
LG