რომის პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ, ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე კათოლიკური ეკლესიის 7 ახალი წმინდანი დაასახელა. მათ შორის ორი ამერიკელია - მე-17 საუკუნეში მცხოვრები ამერიკელი ინდიელი - კატერი ტეკაკვიზა და მე-19 საუკუნის ფრანცისკანელი მონაზონი - მარიან კოპი, რომელიც ჰავაიში მოღვაწეობდა.
ვატიკანის მიერ წმინდანად შერაცხვა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ამ ადამიანთან სულ ცოტა ორი სასწაულია დაკავშირებული.
ვატიკანის მიერ წმინდანად შერაცხვა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ამ ადამიანთან სულ ცოტა ორი სასწაულია დაკავშირებული.