შეერთებული შტატების დედაქალაქი არაერთხელ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო სამუზეუმო ტურისტული დანიშნულების ცენტრად. ვაშინგტონი არც თუ ისე დიდი ქალაქია, მისი მოსახლეობა დაახლოებით 632 ათასს შეადგენს. დედაქალაქში მუზეუმების რაოდენობა კი 100-ზე მეტია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ათეულობით მუზეუმი სრულიად უფასოა. თუმცა, ვაშინგტონლები და მისი სტუმრები 1 ოქტომბრის შემდეგ გაწბილებული დარჩნენ. სწორედ იმიტომ, რომ მუზეუმების გარკვეულ რაოდენობას ხელისუფლება აფინანსებს, მთავრობის ნაწილობრივი დახურვის შემდეგ, ისინი დაკეტილია.
კერძო მუზეუმები და გალერეები მაქსიმალურად ცდილობენ დედაქალაქის სტუმრებს საინტერესო სანახაობები შესთავაზონ. მათ შორისაა ფილიპსის გალერეის სახელწოდებით ცნობილი კერძო მუზემი, რომელიც ვაშინგტონში 1921 წელს დუნკან ფილიპსმა მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად გახსნა.
12 ოქტომბრიდან ფილიპსის მუზეუმი ვაშინგტონლებს და დედაქალაქის სტუმრებს ვინსენტ ვან გოგის უჩვეულო გამოფენას სთავაზობს, სახელწოდებით „ვან გოგის რეპეტიციები“. მსგავსი მასშტაბით ვან გოგი ფილიპსის კოლექციაში ბოლო 15 წლის მანძილზე არ წარმოდგენილა. გამოფენის მესვეურების თქმით, მის ორგანიზებას 8 წელიწადი დასჭირდა და ეს მთლიანად კლივლენდის ხელოვნების მუზეუმის დამსახურებაა, რომელიც იმავე გამოფენას 2014 წლის მარტში უმასპინძლებს.
გამოფენა ყურადღებას მნახველისთვის კარგად ცნობილი ამა თუ იმ პორტრეტის, ნატიურმორტის, თუ პეიზაჟის რამდენიმე ვერსიაზე ამახვილებს და ცდილობს მუზეუმის სტუმარი დააფიქროს იმაზე, თუ როგორ ეძებდა და ხვეწდა დიდოსტატი გამოსახვის ხერხებს და მეთოდებს მთელი 10 წლის მანძილზე. ფილიპსის კოლექციის დირექტორი დოროთი კოსინსკი ამბობს, რომ ძალიან ხშირად ვან გოგის მემკვიდრეობის და მისი მიღწევების არასწორი აღქმა ხდება.
„ძალაუნებურად მის ფსიქიურ დაავადებაზე და მის გამოუთქმელ ტანჯვაზე ვფიქრობთ. ეს გამოფენა კი გვაიძულებს თავად ვან გოგის მუშაობის პროცესზე გავამახვილოთ ყურადღება. თითქოს მის მხარს უკან ვართ მოფარებული და ისე ვადევნებთ თვალს ფერმწერის ფუნჯის ფრთხილ და გაუბედავ მოძრაობას“ - აღნიშნავს ფილიპსის კოლექციის დირექტორი. გამოფენის კურატორების თქმით, ზოგჯერ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ნამუშევრის ერთმანეთის გვერდით გამოფენას, ვინაიდან ამ დროს უკეთ ჩანს ის, თუ როგორ ხვეწდა ტექნიკას ფერმწერი, როგორ ცდილობდა ხეების, ადამიანების, თუ სხვა დეტალების განსხვავებულად გამოხატვას.
გამოფენის ორგანიზატორთა აზრით, განსაკუთრებით საინტერესოა „ფოსტალიონ ჯოზეფ როლინის პორტრეტი“. როლინი ვან-გოგის ამხანაგი და ხშირად მისი თანამესუფრე იყო, რომელთანაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე მეგობრობდა. მას შემდეგ, რაც როლინს შვილი შეეძინა, მხატვარს ბედნიერი და ამაყი მამის პორტრეტის დახატვა მოუნდა. 6 ესკიზი და 3 ფერწერული ტილო შექმნა. გამოფენის კურატორების თქმით, დამთვალიერებელს ძალიან იშვიათად ეძლევა პორტრეტების ვერსიების ერთდროულად ნახვის და მათი შედარების შანსი, ვინაიდან ისინი შვეიცარიაში, ჰოლანდიაში და ამერიკის რამდენიმე ქალაქის მუზეუმებშია მიმოფანტული.
ვაშინგტონში გამოფენილი ვან გოგის 30 ფერწერული ტილო, თუ ესკიზი მის ჰოლანდიაში და საფრანგეთში მოღვაწეობას ასახავს. გამოფენა დედაქალაქში 26 იანვრამდე გასტანს.