ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცოცხალი პეპლები სმითსონში


ცოცხალი პეპლების ექსპოზიციას ვაშინგტონის სმითსონის მუზეუმი წელს უკვე მეხუთედ მასპინძლობს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ვიდრე გაზაფხული მოსვლას იგვიანებს, სმითსონის ეროვნული მუზეუმი ყველაზე პოპულარულ გამოფენას- ცოცხალი პეპლების ექსპოზიციას მასპინძლობს. წელს უკვე ეს გამოფენა მეხუთედ ტარდება. პავილიონში თბილა, არემარე მოფენილია უმშვენიერესი მცენარეებით, ვიზიტორების თვალწინ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეგროვებული ცოცხალი პეპლები დაფრინავენ.

სმითსონის დარბაზებში მისულ დამთვალიერებლებს იშვიათი შესაძლებლობა აქვთ-ჩაიძირონ ასობით ცოცხალი პეპლის სამყაროში.

გამოფენის მენეჯერი დენ ბაბიტი ამბობს, რომ დამთვალიერებლებს შეუძლიათ ძალიან ახლოს იყვნენ პეპლებთან და ამასთანავე შეისწავლონ მათი მნიშვნელობა ეკოსისტემისთვის.

"ჩვენ გვსურს, რომ ადამიანები ბუნებასთან დავაკავშიროთ. ამისათვის ცოცხალი ცხოველების გამოყენება არაჩვეულებრივი საშუალებაა"-ამბობს ბაბიტი.

ამ მოსაზრებას მნახველებიც ეთანხმებიან. 9 წლის ავა კანალესს ხელისგულის სიდიდის ულამაზესი ლურჯი პეპელა უმშვენებს მხარს.
"აქ ადრეც ვყოფილვარ და ძალიან მიყვარს როდესაც პეპლები ჩემს სხეულზე ეშვებიან. მართლა მაგარია რადგან ასეთ რამეს ჩვენს ბაღში ვერ ნახავთ",- ამბობს ავა კანალესი.

ბაბიტი ამბობს რომ, გამოფენაზე წარმოდგენილია 50-ზე მეტი სახეობის 400- მდე პეპელა, თუმცა მსოფლიოში ცნობილია 20 ათასზე მეტი სახეობის პეპელა.
"აქ წარმოდგენილია პეპლები აზიიდან, აფრიკიდან, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკიდან, შეერთებული შტატებიდან. როგორც წესი ჩვენ გამოფენაზე გამოგვაქვს 50 სახეობის პეპელა. ზოგიერთი მათ შორის ძალიან პოპულარულია, მაგალითად ლურჯი პეპელა-მორფო- სამხრეთ ამერიკიდან-ამაზონიდან. და მხოლოდ მას აქვს კაშკაშა ლურჯი ფრთები. ეს საკმაოდ დიდი პეპელაა და თან ძალიან პოპულარული."

ბაბიტს იმედი აქვს, რომ ეს გამოფენა ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებულობას პეპლების მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.
მთავარი მესიჯი გამოფენისა სწორედ მივიდა ისეთ დამთვალიერებლებთან როგორებიც არიან მოზარდები-ავა და განერი.

სმითსონის ცოცხალი პეპლების პავილიონი არის ნაწილი უფრო დიდი გამოფენისა, რომელიც პეპლების განვითარებასთან და მის კავშირზეა მცენარეებთან რაც 180 მილიონზე მეტი წლის წინ დაიწყო.
დონ ბაბიტი ამბობს, რომ მუზეუმის მიზანია მომავალი ხუთი წლის განმავლობაში სმითსონის მუზეუმში ერთი პეპლის სანახავად ერთი დაინტერესებული ადამიანი მაინც მიდიოდეს.
XS
SM
MD
LG