ჩეხეთის დედაქალაქში, ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო დროშები დაშვებულია. დღეს ჰაველის ცხედარი პრაღის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც იგი პარასკევს, დაკრძალვამდე, იქნება დასვენებული.
პრაღის ქუჩებში, ათასობით ადამიანი გამოვიდა როცა ჰაველის ცხედარს სასახლემდე მიასვენებდნენ. ადამიანები, ყოფილი პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნიშნად, ტაშით ეგებებოდნენ საპატიო კორტეჟს. დღევანდელი ცერემონიით, ჩეხეთში სამ დღიანი გლოვა დაიწყო.
ბატონი ჰაველის დაკრძალვის ცერემონიას სავარაუდოდ არაერთი ცნობილი პოლიტიკოსი და ლიდერი დაესწრება. მათ შორის იქნებიან ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ისრაელისა და საფრანგეთის პრეზიდენტები.
ვაცლავ ჰაველი გასულ კვირას, 75 წლის ასაკში ძილში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ ჩეხოსლოვაკიას ის 1989-992 წლებში მართავდა. ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კი 1993-2003 წლებში იყო.