ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზბეკეთის პრეზიდენტად კვლავ შავკათ მირზოევი აირჩიეს


უზბეკეთში ამომრჩევლებმა კვლავ პრეზიდენტი შავქათ მირზოევი აირჩიეს. მისი გამარჯვება მოსალოდნელი იყო და თანამდებობაზე ამომრჩეველთა ხმების თითქმის 90 პროცენტით დაბრუნდა. მირზოევს რაიმე ძლიერი ოპოზიცია არ ჰყავდა.

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები რამდენიმე თვის წინ მოწყობილი გამოკითხვის შემდეგ ჩატარდა. გამოკითხვამ შეცვალა ქვეყნის კონსტიტუცია და საპრაზიდენტო ვადა ორი ხუთწლიანი პერიოდიდან, ორ შვიდწლიან პერიოდამდე გაზარდა.

ამ ცვლილების გარეშე მირზოევს თანამდებობის დატოვება 2026 წელს მოუხდებოდა, რადგან მეორე ხუთწლიანი ვადით 2021 წელს აირჩიეს.

ახლა მას შეუძლია ყველაფერი თავიდან დაიწყოს და ორი შვიდწლიანი ვადით პრეზიდენტობა სცადოს, რაც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ თანამდებობაზე 2037 წლამდე დარჩეს. 65 წლის მირზოევი პირველად 2016 წელს, ხანგრძლივი დროით მმართველი ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს, რომელიც უზბეკეთს საბჭოთა პერიოდიდან მართავდა.

თანამდებობის დაკავების შემდეგ მირზოევმა დიდი რაოდენობით რეფორმები გაატარა და იმავდროულად რუსეთთან კავშირს ინარჩუნებდა.

XS
SM
MD
LG