ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძლიერი სოფელი - USAID-ს კიდევ ერთი პროგრამა


USAID-ს ძლიერი სოფლის პროგრამის წარდენა გორში
USAID-ს ძლიერი სოფლის პროგრამის წარდენა გორში

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში იწყებს პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას და მათი საარსებო მდგომარეობის გაუჯობესებას - ასეთია პრესრელიზის სათაური, რომელსაც USAID ავრცელებს. 24 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი მომავალი 5 წლის განმავლობაში ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის. 90-ზე მეტი თემი ისარგებლებს ამერიკელი გადასახადების გადამხდელების მიერ გაღებული თანხებით და გაიუმჯობესებს არსებულ ვითარებას.

მომავლის გეგმების პრეზენტაციას გორში, აშშ განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ის ფერმერები და მეწარმეებიც დაესწრნენ, ვინც გასული წლების განმავლობაში ისარგებლა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ გაღებული თანხებით და პროექტ „ზრდას“ მეშვეობით საკუთარი ბიზნესის განვითარება შეძლო.

მხატვრული პანო გორში, რომლის შექმნაშიც მხატვარს USAID დაეხმარა
მხატვრული პანო გორში, რომლის შექმნაშიც მხატვარს USAID დაეხმარა

USAID-ს ადმინისტრატორის თანაშემწე ევროპასა და ევრაზიაში, ელჩი ერინ მაკკიი ხაზს უსვამს, რომ რუსული ინტერვენციის შემდეგ, იმ ადამიანებისთვის, ვინც 2008 წელს უსახლკაროდ დარჩა, მნიშვნელოვანია მხარდაჭერის ჩვენება და განვითარების შესაძლებლობის მიცემა. „დღეს წარმოვადგენთ 24 მილიონიან ძლიერი სოფლის პროგრამას, რომელიც გაიხსნა და რომელიც ეხება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის გაძლიერებას, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ეს პროგრამა ხელს შეუწყობს რეგიონებში მცხოვრებთ, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებთა ეკონომიკურ გაძლიერებას. თქვენთვის ცნობილია, რომ წლების განმავლობაში, 2008 წლის შემდეგ გრძელდება რუსეთის აგრესია. ბორდერიზაცია დღემდე მიმდინარეობს. მოსახლეობა, ამ 14 წლის განმავლობაში, ყველანაირად ცდილობდა მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენთვის მთავარია, ხელი შევუწყოთ მათ, რათა საქართველო იყოს უსაფრთხო წარმატებული, ძლიერი ქვეყანა,“- განაცხადა ელჩმა.

მნიშვნელოვანი გათვლა, რასაც პროექტ „ზრდას“ დასრულების შემდეგ ახალი პროექტი ითვალისწინებს, ესაა აქცენტი არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, არამედ, მთლიანად, სოფლის გაძლიერებაზე. USAID-ს ადმინისტრატორის თანაშემწე ევროპასა და ევრაზიაში, ელჩი ერინ მაკკიი ამბობს, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომობა განსაკუთრებული ფაქტორია - „ყველას უნდა ჰქონდეს წარმატებასთან წვდომა. ძალიან ბევრი სფეროა, რასაც მხარს ვუჭერთ. ეს ითვალისწინებს სამუშაო ადგილების, შესაძლებლობების შექმნას. ამით ხელს ვუწყობთ ეკონომიკური სტაბილურობის გაზრდას და ქვეყნის გაძლიერებას. 30 წელია ამერიკა თანამშრომლობს საქართველოსთან. ჩვენ აქცენტი გვინდა გავაკეთოთ მოწყვლად მოსახლეობაზე, მათზე, ვინსაც შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ევროინტეგრაციის გზაზე. ყველა ადამიანი მსახურებს იყოს ძლიერი. ვამაყობთ და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ ადგილას ვხნით ამ პროექტს და არა მხოლოდ მოკლევადიანი შედეგის მიღებას ვიმედოვნებთ, არამედ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი გრძელვადიან ეფექტს მოგვცემს."

ადგილობრივი არტისტის მიერ შექმნილი ექსპონატები USAID-ს მიერ ორგანიზებული გამოფენაზე გორში
ადგილობრივი არტისტის მიერ შექმნილი ექსპონატები USAID-ს მიერ ორგანიზებული გამოფენაზე გორში

პროექტის პრეზენტაციაზე ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემაც. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დასავლური კურსის ერთგულია და რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეუცვლელი პარტნიორია. გიორგი ხანიშვნილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ ბაზრების დივერსიფიკაციაზე სამინისტრო მუშაობს. ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია, რადგან ამ ეტაპზე ადგილობრივი ფერმერებისთვის, შიდა ქართლში, ყველაზე მომხიბვლელად მაინც რუსული ბაზარი გამოიყურება. ადგილობრივი ფერმერები აცხადებენ, რომ არა გახსნილი გზა ქართული ხილისთვის რუსეთისკენ, უბრალოდ, არაფრის მოკრეფვას არ ექნებოდა აზრი, რადგან პროდუქცია, უბრალოდ, გაუფუჭდებოდათ.

გიორგი ხანიშვნილის თქმით, სამინისტრო ძალასა და ენერგიას არ იშურებს, რომ საქართველოში ნაწარმოებმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ ევროპული სტანდარტები დააკმაყოფილოს მომავლისთვის. ის იმედოვნებს, რომ ამისთვის ამერიკის განვითარების სააგენტოს მიერ გაღებული ძალისხმევა მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, განავითარებს ტურიზმს და ფერმერებს უბიძგებს პრუდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაზე იფიქრონ.

ქეთა ლორთქიფანიძე, მსახიობი, რომელიც გორში ერთ-ერთი პოპულარული კაფის მფლობელია, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ USAID-ს პროგრამის გარეშე, პანდემიის პერიოდში ბიზნესს დაკარგავდა. „პროგრამა „ზრდა“ რომ დასრულდა, ამან ჩემი იმედები თან წაიღო. ახლა კი, როდესაც ახალი პროექტის შესახებ გავიგე, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ მეწარმეებს, ფრთები შემესხა. „ზრდამ“ ბევრი შესაძლებლობა მოგვცა. ბევრი ვისწავლეთ და შევქმენით მისი დახმარებით. ახალი პროგრამა ჩემთვის ოპტიმიზმის გამცოცხლებელია ახლა. ვფიქრობ, რამე კარგს კიდევ გავაკეთებთ მისი დახმარებით.“

ნაქარგი წიგნი USAID-ს მიერ ორგანიზებული გამოფენაზე გორში
ნაქარგი წიგნი USAID-ს მიერ ორგანიზებული გამოფენაზე გორში

ამერიკის განვითარების სააგენტოს ახალი პროგრამა განსაკუთრებულ აქცენტს ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით იმუშავებს. ახალ შესაძლებლობებს ამერიკელი ხალხის დახმარებით, საქართველოში ბევრი მოქალაქე შეჰყურებს, როგორც გადამრჩენელს.

XS
SM
MD
LG