ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკის ხმის" ზედამხედველი უწყების უფროსობის კანდიდატი გამოძიების ქვეშაა


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა, სენატორმა ბობ მენენდესმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ნომინანტი, „ამერიკის ხმის“ ზედამხედველი სააგენტოს ლიდერის პოსტზე გამოძიების ქვეშაა.

მენენდესის განცხადებით, კოლუმბიის ოლქის გენერალური პროკურორის ოფისი მაიკლ პეკის მიერ მისი არაკომერციული ორგანიზაციის, „საზოგადოებრივი მედიის ლაბორატორიის“ ფინანსების გამოყენებას იძიებს. გენერალური პროკურორი შეისწავლის არაკანონიერი იყო თუ არა და გამოიყენა თუ არა პეკმა ორგანიზაციის ფინანსები საკუთარი სარგებლისთვის.

მაიკლ პეკის კანდიდატურა „შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს“ (ყოფილი „მაუწყებლობის მმართველთა საბჭო“) აღმასრულებლის როლზე განიხილება, რომელიც სხვადასხვა მედია მაუწყებლებთან ერთად „ამერიკის ხმას“ და "რადიო თავისუფლებას" ზედამხედველობს.

„ბატონი პეკი უარს აცხადებს, მიაწოდოს სენატის საგარეო კომიტეტს დოკუმენტი, რომელიც [კომიტეტმა] მოითხოვა, რათა გენერალური პროკურორის ოფისის გამოძიების საქმეზე მეტი გაიგოს“, - განაცხადა სენატორმა მენენდესმა.

მენენდესი საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს რესპუბლიკელ სენატორს ჯიმ რიშს თხოვს, რომ პეკის კანდიდატურის განხილვა შეაჩეროს.

ამ დრომდე, პეკს და თეთრ სახლს აღნიშნულზე განცხადება არ გაუკეთებიათ. „ამერიკის ხმამ“ სენატორ რიშს კომენტარისთვის მიმართა.

ტრამპმა პეკი პოსტზე ორი წლის წინ წარადგინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG