ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიბერ-შეტევებისგან ჩინეთიც არ არის დაცული


აშშ სახელმწიფო მდივანი ჩაკ ჰეგელი სინგაპურში უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე გამოდის

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი სინგაპურში იმყოფება. დღეს ის სამხედრო ხომალდზე ამერიკელ მეზღვაურებს შეხვდა.

ჰეგელი სინგაპურში უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციას ესწრება. მოხსენებაში მან ყურადღება ჩინეთის მხრიდან განხორციელებულ კიბერ-შეტევებზე გაამახვილა. თავდაცვის მდივნის თქმით, აღნიშნული საფრთხე ყველა ქვეყანას ეხება, მათ შორის - თავად ჩინეთსაც. ვიზიტის განმავლობაში ჰეგელი იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებსაც შეხვდა და მათთან ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი ბირთვული საფრთხის საკითხებში თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
XS
SM
MD
LG