დღეს ამერიკის ორ შტატში გუბერნატორების არჩევნები ტარდება. ნიუ ჯერსის და ვირჯინიის გუბერნატორების არჩევნების გარდა, ნიუ იორკელები ქალაქის მერს აირჩევენ.
პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ არჩევნები არცთუ ისე ხშირად ტარდება. თუმცა ამჟამად ამერიკელები აღმოსავლეთ შტატების: ვირჯინიის და ნიუ ჯერსის გუბერნატორებს და ნიუ იორკის, ატლანტის, ბოსტონის, ჰიუსტონის და მაიამის მერებს ირჩევენ.
ნიუ იორკის მოსაზღვრე შტატის ნიუ ჯერსის გუბერნატორი რესპუბლიკელი კრის კრისტია, რომელიც სავარაუდოდ არჩევნების შედეგად კვლავ გაიმარჯვებს. კრის კრისტი შესაძლოა 2016 წლის არჩევნებზე რესპუბლიკელთა ერთერთი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს.
ვირჯინიის შტატის გამოკითხვის თანახმად, ვირჯინიის გუბერნატორის პოსტზე გენერალური პროკურორი კენ კუჩინელი დემოკრატ ბიზნესმენ ტერი მაკოლიფს დაამარცხებს. მაკოლიფი დემოკრატიული პარტიას ხელმძღვანელობდა და პრეზიდენტ ბილ კლინტონის ოჯახთან დაახლოვებული პირიცაა.
პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, ახლანდელი არჩევნების შედეგები გარკვეულწილად აისახება მომავალი წლის კონგრესის არჩევნებზე, რომლის დროსაც ამერიკელებმა 435 წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და 100 სენატორიდან 30 უნდა აირჩიონ.