ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირან -ავღანეთის ფინანსური გარიგება


ირან -ავღანეთის ფინანსური გარიგება
ირან -ავღანეთის ფინანსური გარიგება

შეერთებული შტატების და ნატოს არმიის მთავარსარდალმა ავღანეთში განაცხადა, რომ ირანის მიერ ავღანეთის მთავრობისთვის ფულის მიცემა, არაპატიოსანი საქციელია, როდესაც ირანი ასევე აფინანსებს თალიბანის მოძრაობას. ამის შესახებ გენერალმა დევიდ პეტრეუსმა „ამერიკის ხმის“ ირანულ რედაქციასთან საუბრის დროს აღნიშნა. მისი თქმით ირანის მოქმედებები ერთამენთთან წინააღმდეგობაშია. მაშინ როდესაც თეირანი ფულს აძლევს ოფიციალურ ქაბულს, ასევე ის ძირს უთხრის ავღანეთის მთავრობას და დახმარებას უწევს თალიბ ამბოხებულებს. პეტრეუსის თქმით, ირანი ავღანეთის მიმართ მუდმივად ასეთ პოლიტიკას ახორციელებდა. მან ეს ვითარება ერაყში ირანის მოქმედებას შეადარა და ამ ნაბიჯებს სასიკვდილო და დესტრუქციული უწოდა. სამშაბათს ირანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ავღანეთის მთავრობას წლების მანძილზე ფინანსურად უწევდა ფინანსურ დახმარებას. თეირანის თქმით, ეს თანხები, ავღანეთის რეკონსტრუქციას ისახავდა მიზნად.

XS
SM
MD
LG