ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე გრანდიოზული ფოიერვერკით დაგვირგვინდა ნიუ-იორკში.
ქალაქის მახოვრებლებს და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფოიერვერკი სამ სხვადასხვა ადგილზე ენახათ. ყველაზე გრანდიოზული კი ბრუკლინის ხიდთან მოეწყო. Macy's-ის ტრადიციულ ფოიერვერკს ათობით ათასი ადამიანი ადევნებდა თვალს.
ფოიერვერკი 35 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარებას ქალაქში სახანძრო სამსახური აკვირდებოდა.
მთელი დღის განმავლობაში გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები და გადაკეტილი იყო ბრუკლინის ხიდი და მიმდებარე ქუჩები.
ასეთი ვითარება იყო საზეიმო ღონისძიებების შემდეგ ქალაქის ქუჩებში.
მოგვიანებით ფოიერვერკი კონი აილენდის სანაპიროზეც მოეწყო.
Macy's-ის ტრადიციული ფოიერვერკს "ამერიკის ხმა" facebook-ზე პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
Facebook Forum