ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა უკრაინას ქვეითების საწინააღდეგო ნაღმების გამოყენების უფლებას აძლევს


ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ოთხშაბათს, 20 ნოემბერს, განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას ნებას მისცემს რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის მიერ მიწოდებული ქვეითების საწინააღდეგო, სახმელეთო ნაღმები გამოიყენოს.

ლაოსში მოგზაურობის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას ოსტინმა თქვა, რომ ამერიკის პოლიტიკის ცვლილება უკრაინის მიერ ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რუსების ტაქტიკის შეცვლას მოჰყვა.

„სახმელეთო ნაღმები, რომელთა მიწოდებასაც ჩვენ ვაპირებთ, არის ნაღმები, რომლებიც მდგრადი არაა და იმის კონტროლი შეიძლება, როდის მოხდება მათი თვითგააქტიურება, თვითაფეთქება და ეს ხდის მას, საბოლოოდ ბევრად უფრო უსაფრთხოს", - თქვა ოსტინმა.

სახმელეთო ნაღმები არაა პირველი ამერიკული წარმოების იარაღი, რომლის გამოყენების უფლებასაც ამერიკა უკრაინას აძლევს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ნება დართო შორი რადიუსის მქონე "ATACMS" ტიპის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს. ამ შესაძლო ნაბიჯმა კრემლის მწვავე კრიტიკა გამოიწვია და გაისმა მუქარებიც, რომ კრემლი ამერიკის ამ გადაწყვეტილებას უპასუხებს.

ამერიკელი მაღალი რანგის პირების ნათქვამზე დაყრდნობით, ამერიკული მედია წერს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიღო, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის ჯარიც ჩართო.

XS
SM
MD
LG