ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას ამერიკა სანქციებს დაუწესებს


ვენესუელაში არსებული პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ათობით ათასი ადამიანი ნიკოლას მადუროს გადადგომას ითხოვს, მისი მთავრობის შემოსავლის მთავარ წყაროზე შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს ზეწოლა გააძლიერა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ამერიკა გეგმავს "სახელმწიფოს კუთვნილი მონოპოლიის,„პეტროლეოს დე ვენესუელას“ წინააღმდეგ სანქციები გამოვაცხადოთ. ჩვენ მადუროს და მისი დამქაშების კორუფციის გამოაშკარავებას ვაგრძელებდით და დღევანდელი ქმედება უზრუნველყოფს იმას, რომ ისინი ვენესუელის ხალხის ქონების მითვისებას ვეღარ შეძლებენ.“

ბოლტონმა ვენესუელის სამხედროებს და უსაფრთხოების ძალებს მოუწოდა, დროებით პრეზიდენტ ხუან გუაიდოსთვის ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული და კონსტიტუციური გადაცემა მიიღონ.

ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არეაზამ, რომელმაც სავარუდოდ, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე ორშაბათს განცხადება გააკეთა, ვაშინგტონს კარაკასის პირობები შესთავაზა. ხორხე არეაზას განცხადებით, „გახსოვდეთ, რომ მეთაურმა ჰუგო ჩავესმა თქვა და პრეზიდენტმა მადურომ ათასჯერ დაადასტურა, თუ საჭირო იქნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, ან საჭირო იქნება ეშმაკთან შეხვედრა, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის მშვიდობიანი და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა გვქონდეს, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მაგრამ არ ვამბობ, რომ ტრამპი ეშმაკია.“

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნავთობის სანქციებს მადუროსთვის გამანადგურებელი დარტყმის მიყენება შეუძლია. მაიკლ შიფტერი, "ინტერ-ამერიკული დიალოგიდან" ამბობს, რომ ეს უკიდურესად მკაცრი ნაბიჯია. "სამხედრო ძალის გარდა, ეს [სანქციები] ამერიკის განკარგულებაში არსებული ყველაზე მძლავრი იარაღია.“

შეერთებული შტატები ნავთობზე სანქციების დაწესებისგან თავს იკავებდა, რადგან ათწლეულების განმავლობაში, ვენესუელის ნედლი ნავთობის გამო, ორი ქვეყანა ერთმანეთზე დამოკიდებული იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG