ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სენატორები ვიზიტით უკრაინაში იმყოფებიან


ამერიკელი სენატორების ჯგუფი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება კიევში, რათა ორპარტიული მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინას, განსაკუთრებით მას შემდეგ,რაც პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დასრულდა.

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ყველაზე მტკიცე მხრადამჭერი იყო 2014 წელს, როდესაც მოსკოვმა ყირიმის ანექსია დაიწყო და მხარი დაუჭირა სეპარატისტულ ჯგუფებს დონბასში.

თუმცა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობამ ტესტი გაიარა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა, თითქმის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება შეუჩერა უკრაინას და პრეზიდენტ ზელენსკის ჯო და ჰანტერ ბაიდენებზე გამოძების დაწყება დაავალა.

პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა, თუმცა, პრეზიდენტი სენატში გამართულ სასამართლო მოსმენაზე გამართლდა.

"ვფიქრობ, ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არ სურს ჩაერთოს ამერიკულ პოლიტიკაში და იმედი გვაქვს, რომ თუ წარსულში რაიმე ტიპის ზეოწლა იყო, ის უკან დარჩა"-თქვა სენატორმა კრის მერფიმ, რომელიც ამერიკული დელეგაციის ერთ-ერთი წევრია კიევში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG