ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და ბრიტანეთი სირიის მოვლენებზე საუბრობენ


კერი და ჰეიგი სირიელი ოპოზიციის მხარდაჭერის გაძლიერების გზებს განიხილავენ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი უილიამ ჰეიგი აცხადებენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება სირიის კრიზისის დასრულების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. ორი პოლიტიკოსი ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდა გამწვავებული კონფლიქტის ფონზე, რათა სირიელ მეამბოხეთა მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ ესაუბრათ. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნსი მოგვითხრობს.

სირიელი ოპოზიციური ძალების მხარდამჭერი ქვეყნები სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის საწინააღმდეგო ანჯანყების გასაძლიერებელ ახალ გზებს ეძებენ, როცა ალ-ასადის ჯარი უკვე მეემბოხეების მიერ დაკავებულ ქალაქ ალეპოს უახლოვდება.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი უილიამ ჰეიგი ამბობს:
„რამდენადაც ჩანს, რეჟიმი ემზადება ახალი თავდასხმებისათვის. მსგავსი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან საფრთხეში ჩააგდებს ასობით ათას სირიელი მოქალაქის სიცოცხლესა და უსაფრთხოებას, როდესაც ისინი ისედაც სასოწარკვეთილნი არიან.“

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ამბობს, რომ საშიშროება უფრო და უფრო მატულობს, რადგან სირიას მხარს უჭერენ ისლამისტ მებრძოლეთა დაჯგუფება ჰეზბოლა და ირანის ხელისუფლება.
„ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩვენს ძალებს ვაერთიანებთ, იმიტომ რომ ისინი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ქვეყანაში არსებული დინამიკის შესაცვლელად.“

კერი და რუსეთის საგაერო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საუბრობენ სირიაში ახალი სატრანზიციო ხელისუფლების ჩამოყალიბების თაობაზე. ეს საკითხი შემდეგი კვირის დიდი რვიანის სამიტის შეხვედრის მთავარი თემა გახდება, ამბობს დიდი რვიანის ამჟამინდელი მასპინძელი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონი.

„ დიდი რვიანის შეხვედრა საიმისოდ უნდა გამოვიყენოთ, რომ ყველა ჩართულ მხარეზე ზეწოლა მოვახდინოთ, რათა თემთა პალატისთვის სასურველ მიზნებს მივაღწიოთ, როგორიცაა მშვიდობიანი მოლაპარაკებები, და სირიაში ტრანზიციული გარდამავალი ხელისუფლების ჩამოყალიბება. ასევე მოხარული ვარ პალატას შევატყობინო, რომ პრეზიდენტი პუტინი სამიტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა კვირისთვის დაგეგმილ შეხვედრებზე დასასწრებად.“
პრეზიდენ პუტინი ამბობს, რომ დასავლური ძალები, რომლებიც სირიაში ოპოზიციურ მოძრაობას მხარს უჭერენ, ვერ აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

„ზოგი დამკვირვებელი ფიქრობს, რომ თუ კი ისინი შეძლებენ თავისი საყვარელი ფუნჯით -- დემოკრატიის ფუნჯით -- სირიის გადასხვაფერებას, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ეს არაა სწორი. ვერაფერს შევცვლით სირიაში, თუ კი ამ რეგიონის უნიკალურ ისტორიულ, ტრადიციულსა და რელიგიურ ნიშანთვისებებს არ გავითვალისწინებთ.“

კონფლიქტის შედეგად ათი ათასობით დევნილი გაიქცა იორდანიაში, ლიბანსა და თურქეთში. ეს ვითარება კიდევ უფრო ამძაფრებს პოლიტიკური გადაწვეტილების მიღების აუცილებლობას, ამბობს აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტიკოსი სტივ ჰეიდემანი.

„ჩემი აზრით, მსოფლიო ლიდერები თვლიან, რომ თუ კი რაიმე ხერხით სირიის ყველა პოლიტიკურ პარტიას არ ჩართავენ აქტიურ დისკუსიაში, მათ მოუწევთ კრიტიკულ სიტუაციასთან გამკლავება, რომელშიც სირის ნახევარ მოსახლეობას მაინც, ანუ 11 მილიონ ადამიანს, წლის ბოლოს დახმარება ესაჭიროება.“

ჰეიგი ამბობს, რომ პრეზიდენტ ასადის მიერ გამოწვეული ადამიანთა ტანჯვის მასშტაბურობა დაუჯერებელია.
„მასიური მკვლელობისა და ტირანიის კამპანია, რომელსაც სირიის მთავრობა ბოლო 800 დღის განმავლობაში ატარებდა ახლა არა მარტო აღშფოთებას იწვევს, არამედ მთელს რეგიონს საფრთხის წინაშე აყენებს. უფრო მეტიც, ეს ჩვენს ეროვნულ უშიშროებას უქმნის პრობლემას.“
XS
SM
MD
LG