ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებით, ვაშინგტონი სირიის მეამბოხეების შეიარაღების გეგმაზე მუშაობს. ამ გადაწყვეტილებამ უკვე პოზიტიური რეაქცია გამოიწვია ამერიკის ევროპელ მოკავშირეებს შორის.
გადაწყვეტილება მოჰყვა თეთრი სახლის განცხადებას, რომ სადაზვერვო ანგარიშის შედეგების თანახმად დამასკომ ქიმიური იარაღი გამოიყენა მეამბოხეების წინააღმდეგ.
დღეს, ოფიციალურმა დამასკომ ამ ანგარიშს სიცრუე უწოდა. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის განცხადებებს „შეთხზული ინფორმაცია“ უწოდა. ამ ფონზე, დღეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა უილიამ ჰეიგმა ლონდონში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ვაშინგტონის შეფასებებს სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების სამხილში.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კი დასძინა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია.
რუსეთმა-სირიის მოკავშირემ კი განაცხადა, რომ სამხილი, რომელიც ამერიკის მიერ არის მოხმობილი, დამაჯერებელი არ არის.