გუშინ საღამოს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მხარდამჭერებს უთხრა, რომ პრესის 75 პროცენტი „ყალბი ახალი ამბების“ გავრცელებით არის დაკავებული. პენსილვანიის შტატის ქალაქ ვილკს-ბარში გამართულ საარჩევნო კამპანიის ტიპის მიტინგზე, ტრამპმა დასცინა პრესას იმის თქმისთვის, რომ ის გასულ თვეში შემდგარი უმაღლესი დონის შეხვედრის დროს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიმართ საკმარისად მკაცრი არ იყო.
შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი ტრამპი ორივე პარტიის წარმომადგენლებმა და მედიამ ფართოდ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან არჩევნებზე რუსეთის ჩარევის თაობაზე, პრეზიდენტ პუტინთან ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების დასკვნას მხარი არ დაუჭირა. ტრამპმა ამაზე თქვა: „მათ უნდოდათ, რომ პოდიუმზე ავსულიყავი და მასთან კრივის მატჩი გამემართა. მე ვთქვი, დიპლომატიას რამე დაემართა"?
Facebook Forum