ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ავღნეთში აშშ-ს კონტინგენტის შემცირებას გამოაცხადებს


ობამა ავღნეთში აშშ-ს კონტინგენტის შემცირებას გამოაცხადებს
ობამა ავღნეთში აშშ-ს კონტინგენტის შემცირებას გამოაცხადებს

თეთრი სახლის განცხადებით, ობამა ოთხშაბათს ავღანეთიდან ჯარის რაოდენობის შეკვეცასა და გამოყვანის სისწრაფეზე განცხადებას გააკეთებს. ეს საკითხი ამერიკულ საზოგადოებაში საკმაოდ მწვავედ დგას. ამერიკელთა შეშფოთებას ჯარისკაცთა შორის მსხვერპლი და დიდი ხარჯები იწვევს. მემორიალურ დღეზე არლინგტონის სასაფლაოზე ობამამ ერაყსა და ავღანეთში ახლახან დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. ავღანეთში ამჟამად 100 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობს, რომელთა გამოყვანა ივლისში უნდა დაიწყოს. ჯარის გაყვანის შესახებ განცხადება მან ჯერ კიდევ 2009 წელს გააკეთა როდესაც ზოგადი სტრატეგიის შესახებ საჯაროდ განაცხადა.

XS
SM
MD
LG