ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები (FARC) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში აღარ იქნება


შეერთებული შტატების მთავრობამ კონგრესს შეატყობინა, რომ კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების (FARC) ყოფილ ამბოხებულებს, ტერორისტული ჯგუფის ოფიციალურ განსაზღვრებას მოუხსნის.

ამ გადაწყვეტილებას, კოლუმბიის მთავრობასა და ამბოხებულებს შორის სამშვიდობო პაქტის დადებიდან მეხუთე წლისთავზე იღებენ. პაქტის დადებამ, ათწლეულების განმავლობაში ბრძოლის შემდეგ, ჯგუფის განიარაღება და დაშლა გამოიწვია.

კონკრეტული გეგმის არსებობის დადასტურების გარეშე, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა თქვა, რომ FARC-თან დაკავშირებული „მომავალი მოქმედების“ შესახებ, კონგრესს შეტყობინება გაეგზავნა.

შეერთებულმა შტატებმა FARC-ს უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის კვალიფიკაცია 1997 განუსაზღვრა. ეს მთავრობასთან ექვსი ათეული წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შუა პერიოდში მოხდა.

2016 წლის 24 ნოემბერს, კუბაში მოლაპარაკებების შემდეგ, საშიში შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა იარაღი დაყარეს და კოლუმბიის მაშინდელ პრეზიდენტ ხუან მანუელ სანტოსთან, ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს.

თუმცა, მის წევრებზე ტერორის განსაზღვრება რჩებოდა, მათ შორის იმ წევრებზე, რომლებმაც საკუთარი თავი პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნეს.

სამშვიდობო ხელშეკრულებამ „კოლუმბია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის გზაზე დააყენა. ამიტომ, სამშვიდობო შეთანხმების ცხოვრებაში გასატარებლად, ჩვენს კოლუმბიელ პარტნიორებთან მუშაობის სრულად ერთგული ვრჩებით“, განაცხადა პრაისმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG