სამმა რუსულმა კომპანიამ ამერიკის მიერ სანქცირებულ ოლიგარქთან კავშირი გაწყვიტა. შესაბამისად, მათზე შეერთებული შტატების სანქციები აღარ გავრცელდება - ამის შესახებ განცხადება გუშინ ქვეყნის ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა.
მნუჩინი წარმომადგენელთა პალატის წევრების წინაშე წარდგა. პალატის წევრ დემოკრატებს სურთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება დროებით გადადოს.
კონგრესის წევრებთან შეხვედრამდე გავრცელებულ განცხადებაში მნუჩინი ამბობდა, რომ ოლეგ დერიპასკა კვლავ სანქცირებულთა სიაში დარჩება. თუმცა სამი კომპანია, რომელსაც ის აკონტროლებდა, ალუმინის ინდუსტრიის ფირმა "En+", მისი შვილობილი კომპანია, ინდუსტრიის გიგანტი "რუსალი" და ენერგოკომპანია "EuroSlbEnergo" სანქციებისგან გათავისუფლდებიან.
"მათ ამერიკის ხაზინასთან უპრეცედენტო მასშტაბით ითანამშრომლეს და იყვნენ გამორჩეულად გამჭვირვალენი და დაგვარწმუნეს, რომ დეისპასკას არ აქვს მათზე კონტროლი", - ვკითუხლობთ განცხადებაში.
მნუჩინი კანონმდებლებს დაჰპირდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კვლავ ყურადღებით დააკვირდება ამ კომპანიებს. თუკი ისინი დაარღვევენ სანქციების მოხსნის პირობებს, მაშინ მკაცრად დაისჯებიან და ძალიან სწრაფ ცვლილებას დაინახავენ, მათ შორის სანქციების აღდგენას.
Facebook Forum