აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწემ პოლიტიკურ საკითხებში დევიდ ჰეილმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო ლიბანის მთავრობასთან და საერთაშორისო გამომძიებლებთან ერთად შეისწავლის ბეირუთში მომხდარ აფეთქებას. ამერიკელი ექსპერტები გამოიძიებენ ამ ტრაგიკულ ფაქტს, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ასობით ათასი უსახლკაროდ დატოვა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღაჩინოსანმა აღნიშნა, რომ ფედერალური ბიუროს ჩართულობა ლიბანის მთავრობის მოწვევით განხორციელდება და მისი თქმით, ეს იქნება აშშ-ის მხრიდან გაღებული ერთერთი ზომა ლიბანის დასახმარებლად ამ აფეთქების შემდეგ.
ჰეილი ამ დღეებში ლიბანის ლიდერებს ხვდება. ბეირუთში, აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, რეფორმების გატარების მნიშვნელობა იქნება.
Facebook Forum