ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ტაივანს $2.2 მილიარდის სამხედრო აღჭურვილობას მიყიდის


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტაივანისთვის $2.2 მილიარდის ოდენობის სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვის წინადადება დადებითად გადაწყვიტა. ამის შესახებ განცხადება თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ გააკეთა, რომელიც პენტაგონის ნაწილია.

განცხადების მიხედვით, საუბარია 108 ტანკზე, 250 სტინგერზე და 1 500 ანტისატანკო რაკეტებზე. თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო ასევე აცხადებს, რომ ეს რეგიონში არსებულ სამხედრო ბალანსს არ დაარღვევს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება, განხორციელების შემთხვევაში, ჩინეთის გაღიზიანებას გამოიწვევს. მათ შორის დაძაბულობა 1949 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ გაჩნდა, როცა კომუნისტთა ლიდერის, მაო ძედუნის ოპოზიციამ თავი ტაივანს შეაფარა. პეკინი ტაივანის დე-ფაქტო სუვერენიტეტს არ სცნობს, მას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში მასზე კონტროლს კვლავ აიღებს.

შეერთებულ შტატებს და ჩინეთს შორის კი ვითარებას ამწვავებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთისთვის გამოცხადებული სავაჭრო ომი. მსოფლიოს ეკონომიკის ამ ორმა მსხვილმა ძალამ გასული წლიდან მოყოლებული ერთმანეთს სავაჭრო ტარიფები რამდენჯერმე დაუწესა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG