ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სნოუდენი თავშესაფრის ძიებაშია


ვენესუელას, ბოლივიისა და ნიკარაგუის მთავრობები მზად აირან 30 წლის სნოუდენი შეიფარონ

კუბის პრეზიდენტი რაულ კასტრო მხარს უჭერს სამ ქვეყანას, რომლებმაც ამერიკის მიერ ჯაშუშობისთვის ძებნილი ედუარდ სნოუდენისთვის პოლიტიკური თავშესაფარის მიცემა გადაწყვიტეს. კასტროს თქიმით, ის მხარს უჭერს ყველა ადამიანს, რომელიც საკუთარი იდეალების დაცვის გამო ისჯება.

ვენესუელoს, ბოლივიისა და ნიკარაგუის მთავრობები მზად არიან 30 წლის სნოუდენი შეიფარონ. სნოუდენს ამერიკის სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში ედება ბრალი. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როგორ იმოგზაურებს სნოუდენი ლათინურ ამერიკაში. ის ორი კვირის წინ ჰონგ კონგიდან მოსკოვში გაფრინდა და დღემდე მოსკოვის აეროპორტში იმყოფება.

რუსეთის პარლამენტის ერთ-ერთმა გავლენიანმა წევრმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ ვენესუელა სნოუდენისგან პასუხს ელოდება პოლიტიკური თავშესაფარის მიღებაზე. პუშკოვის თქმით, სნოუდენმა ეს შეთავაზება უნდა მიიღოს, რადგანაც ის ალბათ უკანასკნელი წინადაადებაა მისთვისპოლიტიკურ თავშესაფარის გადაცემაზე.

სნოუდენმა თავშესაფარი 20მდე ქვეყანას სთხოვა, რომელთაგან ერთმა ნაწილმა მას უარი უთხრა, ხოლო დანარჩენებმა კი განაცხადეს, რომ ის მათი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა იყოს ამ სტატუსის მისაღებად. მაგრამ იმის გამო, რომ ამერიკამ სნოუდენს პასპორტი გაუუქმა, მას მგზავრობა უცხოეთში არ შეუძლია.
XS
SM
MD
LG