აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოქტომბრის ბოლოდან მოსახლეობის აღწერა შეწყდება.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ, სასამართლოს უმაღლეს ინსტაციას თხოვა შეაჩეროს საოლქო სასამართლოს ბრძანება, რომლის მიხედვით, 2020 წლის საყოველთაო აღწერა თვის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შემწყდარიყო, რათა აღწერის ბიუროს საშუალება ჰქონადა, დაწესებულ ვადებში წარედგნა დათვლილი ციფრები. სწორედ საყოველთაო აღრიცხვით განისაზღვრება კონგრესში შტატებისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა.
ადგილობრივ მთავრობათა კოალიციამ და სამოქალაქო უფლებების დამცველმა ჯგუფებმა ადმინისტრაციას უჩივლა. ისინი ამტკიცებენ, რომ აღწერის ნაადრევად დასრულების შემთხვევაში, უმცირესობათა და სხვა ზოგიერთი ჯგუფების აღწერა ვერ მოხერხდება.
პანდემიის გამო შექმნილი სირთულეების გათვალისწინებით, აღწერის ბიურომ აპრილში დააყენა წინადადება პროცესის დასრულების ვადად, ივლისის ნაცვლად, ოქტომბრის ბოლო განსაზღვრულიყო, აღწერის შედეგების დათვლის ბოლო ვადად კი 31 დეკემბრის ნაცვლად, 2021 წლის აპრილი განსაზღვრულიყო. ბიურის წინადადებას მხარი დაუჭირა დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელტა პალატამ. რესპუბლიკელი კანონმდებლების მიერ კონტროლირებულმა სენატმა კი ბიუროს წინადადებას მხარი არ დაუჭირა.
ივლისის დასაწყისში, აღწერის ბიურომ განაცხადა, რომ აღწერის პროცესი სექტემბრის ბოლომდე დასრულდებოდა.
სენატის რესპუუბლიკელთა მოქმედება დაემთხვა პრეზიდენტ ტრამპის მიერ, ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, საყოველთაო აღწერაში მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან. მოგვიანებით, ბრძანება უკანონოდ ცნო ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოს სამი მოსამართლის კოლეგიამ. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს.
31 დეკემბრის ვადის დაცვით, აღწერის დათვლაზე კონტროლი პრეზიდენტ დონალ ტრამპის ადმინისტრაციას დარჩება, მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს მომავალ თვეში ჩანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.
Facebook Forum