ჯორჯიის შტატი დღეს პატივს მიაგებს კონგრესმენ ჯონ ლუისს. ცერემონია შტატის დედაქალაქ ატლანტაში, კაპიტოლიუმის შენობაში ჩატარდება, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გამოემშვიდობონ და პატივი მიაგონ გარდაცვლილ კონგრესმენს.
ლუისის ცხედარს კაპიტოლიუმის როტუნდაში საღამოს დაასვენებენ. კორონავირუსის გამო, ყველა, ვინც სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრება, ვალდებული იქნება, რომ ატაროს პირბადე.
ლუისი 80 წლის ასაკში გასულ კვირას გარდაიცვალა. მას პანკრეასის სიმსივნე ჰქონდა.
ქვეყნის ნაწილი, რომელსაც ლუისი კონგრესში 33 წლის განმავლობაში წარმოადგენა, ატალნტას და მის მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავდა, ამიტომ ქვეყნის დედაქალაქის, ვაშინგტონის შემდეგ, გამოსამშვიდობებელი ცერემონია დღეს იქაც ჩატარდება.
ხუთშაბათს კი მცირე, დახურული ცერემონია ჩატარდება ებენეზერ ბაპტისტურ ეკლესიაში, ისტორიულად შავკანიანთა ტაძარში, სადაც ქადაგებებს მარტინ ლუთერ კინგი კითხულობდა. ლუისს ცერემონიის შემდეგ ატლანტაში, ერთ-ერთ სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ატლანტამდე, ორშაბათსა და სამშაბათს სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართა ვაშიგნტონში, ქვეყნის დედაქალაქში. იქაც, კონგრესმენის სხეული კაპიტოლიუმის შენობაში იყო დასვენებული.
Facebook Forum