ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ ლუისი - უფლებადამცველი ამერიკელი გმირი


„მონობაში გაზრდილი ჩემი ბაბუა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი შვილიშვილის შვილიშვილი, 150 წლის შემდეგ, კონგრესმენი გახდებოდა და შეერთებული შტატების უმაღლეს ჯილდოს აფრო-ამერიკული წარმოშობის პრეზიდენტისგან მიიღებდა. ეს ფაქტი იმ წარმატების და პროგრესის დასტურია, რომელსაც ჩვენ, ამერიკელმა ხალხმა, მოკლე დროში მივაღწიეთ“ - ჯონ ლუისი.

ეს არის სიტყვები, რომლებმაც სამოქალაქო უფლებებისთვის მარტინ ლუთერ კინგის თანამებრძოლმა, კონგრესმენმა ჯონ ლუისმა 2012 წელს წარმოთქვა ემანსიპაციის პროკლამაციის 150 წლის იუბილეზე. მანამდე, 2011 წელს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესმენ ლუისს თავისუფლების ორდენი გადასცა - აშშ-ის პრეზიდენტის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო.

კონგრესმენი ლუისი პარასკევს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის, 1963 წლის ვაშინგტონის მარშის ორგანიზატორი „დიდი ექვსეულიდან“ ერთერთი და უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. 1963 წლის მარში იყო, სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლ ადამიანთა და მათ მხარდაჭერთა მასშტაბური დემონსტრაცია, სადაც მარტინ ლუთერ კინგმა, თავსისი ცნობილი სიტყვა „მე მაქვს ოცნება“ წარმოსთქვა.

მარშის შედეგად, რომელშიც 300 000 ადამიანი მონაწილეობდა, და რომლის ექვსთაგან ერთ-ერთი ორგანიზატორი ახალგაზრდა ჯონ ლუისი იყო, ამერიკის ფედერალურმა მთავრობამ სეგრეგაცია აკრძალა.

მსვლელობიდან 23 წელში, 1986 წელს, ჯონ ლუისი კონგრესმენად აირჩიეს - და ასე 17 ჯერ. მან ხმათა 70 პროცენტზე ნაკლები მხოლოდ ერთხელ მოაგროვა.

შავკანიანი პრეზიდენტი

ჯონ ლუისისთვის, როგორც სამოქალაქო უფლებებისთვის და რასობრივი თანასწორობისთვის მებრძოლი ამერიკელი გმირისთვის, განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკას აფრო-ამერიკელი პრეზიდენტი ჰყოლოდა. სწორედ ამიტომ, ის იყო ერთ-ერთი, ვინც განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუცხადა ილინოისის ახალგაზრდა სენატორს, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ყოფილიყო.

„მას ვუთხარი, რომ მე მის მხრებზე ვდგავარ. ვიდრე ინაუგურაციაზე პრეზიდენტის ფიცს დავდებდი, გადავეხვიე და ვუთხარი, რომ იქ, მისი მსხვერპლის ფასად ვიდექი“ - წერს კონგრესმენ ლუისის გარდაცვალების შესახებ, პრეზიდენტი ობამა.

კიდევ რამდენი?!

კონგრესმენი სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა საკუთარი იდეალებისთვის - უკეთესი ამერიკისთვის და სამყაროსთვის. ასე იყო მაშინ, როცა იარაღის კონტროლის მოთხოვნით, ას სხვა დემოკრატ კონგრესმენთან ერთად, 25 საათიან მჯდომარე გაფიცვას ჩაუდგა სათავეში.

ის განსაკუთრებით მგრძნობიარე იყო, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტირასისტული გამოსვლების მიმართ. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მას მოუწია კვლავ ესაუბრა შავკანიანთა თანასწორობის შესახებ.

„ჩემს თავს ვუმეორებ: კიდევ რამდენი?! კიდევ რამდენ ახალგაზრდა შავკანიან მამაკაცს მოკლავენ?!“ - ამბობდა ის ჯორჯ ფლოიდის საქმის შესახებ.

„კონგრესის სინდისი“

კონგრესმენი ლუისი დემოკრატი იყო, თუმცა ის ორპარტიულ პატივისცემას იმსახურებდა. მას ვაშინგტონში, „კონგრესის სინდისს“ უწოდებდნენ. ის იყო ხმა, გლახაკთა და უძალოთა - ამბობენ ვაშინგტონში.

კონგრესმენი ლუისი სიმსივნით გარდაიცვალა. საკუთარი დიაგნოზის შესახებ მან საჯაროდ 2019 წლის დეკემბერში განაცხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG