ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონის განცხადება


პენტაგონი სამხრეთ კორეაში დამატებით 800 ჯარისკაცს გააგზავნის

პენტაგონი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეაში დამატებით 800 ჯარისკაცს გააგზავნის. ასევე გაიგზავნება ტანკები და სხვა საბრძოლო მძიმე ტექნიკა. ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეიდან წამოსული სამხედრო საფრთხეების დაბალანსებას ცდილობს.

სამხედრო კონტინგენტის გაზრდის შესახებ განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ვაშინგტონში მის სამხრეთ კორეელ კოლეგა იუნ ბიუნგ-სეს შეხვდა. კერიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგონის მხარდაჭერა სამხრეთ კორეის მიმართ და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ბირთვული საფრთხის წინააღმდეგაა მიმართული „რათა საფრთხისთვის მომზადებულები ვიყოთ.“

„შეერთებული შტატები და კორეის რესპუბლიკა მტკიცედ გაერთიანებული დგანან ერთმანეთის მხარდამხარ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან წამოსული ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების საფრთხეების წინაშე და საერთაშორისო თანამეგობრობაც ჩვენს გვერდით დგას,“ განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
XS
SM
MD
LG